ანემიის დამახასიათებელი ნიშნები და მკურნალობა აიურვედას მეთოდებით
ანემია სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის დაქვეითებაა. დაავადება შეიძლება წარმოიშვას მწვავე და ქრონიკული სისხლდენის შემდეგ, ასევე ერითროციტების აჩქარებული დაშლის და ძირითადი სისხლმბადი ორგანოს — ძვლის ტვინის შესუსტებული ფუნქციის დროს.
ანემიის განვითარება შესაძლებელია ზოგიერთი დაავადების (ინფექციების, და ა. შ.) დროსაც. უმეტესად გავრცელებული ანემიის ფორმები დაკავშირებულია სისხლში რკინის უკმარისობასთან. სისხლნაკლებობა უმნიშვნელოვანესი ორგანოების, პირველ რიგში გულისა და ტვინის არასაკმარის მომარაგებას იწვევს ჟანგბადითა და სხვა საკვები ნივთიერებებით.
დაავადების მიზეზი შეიძლება ასევე იყოს არასწორი კვება, მუდმივად დახუთულ ოთახში ყოფნა, ყავისა და ჩაის არაზომიერი გამოყენება.
დაავადების ძირითადი ნიშნებია კანის საფარველის სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, ხშირი შემცივნება, უძლურება და ძილიანობა, გულის წასვლა, ქოშინი, კრუნჩხვები, დუნედ მიმდინარე საჭმლის მონელების პროცესი.
თუ დაავადება შორს წასული არაა, ის მკურნალობას კარგად ექვემდებარება. ანემიის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. კვების რაციონის შედგენისას ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს კალორიულ პროდუქტებს, ისეთებს, როგორიცაა
ღვიძლი, ხორცი ნაღები, კარაქი, მოუხდელი რძე, ფეტვის ფაფა, ყვითელი სიმინდის კერძი, მენიუში ჩართეთ მეტი ბოსტნეული და ყვითელი ფერის ნაყოფი. რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ საკვებში ყაბაყი, ნიახური, გარგარი, თაფლი, ნიგოზი. ჭამეთ ცოტა, მაგრამ ხშირად. ძალიან სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიში და სუფთა ჰაერზე მუშაობა (მაგრამ არა ძალდატანებით).
თუ გაინტერესებთ როგორ გაუმკლავდეთ ანემიას, განაგრძეთ კითხვა.
გიზიარებთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს ანემიის სამკურნალოდ
• 1 ჭიქა შვრია მოხარშეთ 3 ჭიქა წყალში 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თითო ჭიქა 2-ჯერ დღეში.
• იკვებეთ შინდის ახალი ნაყოფით ან სვით ბაბუაწვერას (ბურბუშელას) ახალი წვენი თითო ს. კ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ-ით ადრე. + ყოველდღე, უზმოზე მიიღეთ 100 გრ გახეხილი სტაფილო არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად. სასარგებლოა ასევე რძეში მოხარშული გახეხილი სტაფილოს მიღება.
• ჭინჭრის და არყის ხის ფოთლები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით. ნარევის 2 ს.კ.-ს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 სთ, გაწურეთ. დალიეთ დღე-ღამის განმავლობაში 2-4 მიღებაზე. კურსი 3-4 კვირა.
• ანემიით დაავადებული ბავშვებისთვის სასარგებლოა ტყის მრავალძარღვას გამხმარი და
დაფხვნილი ფოთლებისაგან მომზადებული პური (ხლებცი).
• სვით ასკილის ნაყენი 3-ჯერ დღეში. + რეგულარულად მიიღეთ მოხარშული ჭარხალი.
• ნიორი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სისხლნაკლებობისა და ათეროსკლეროზის დროს. გამოიყენეთ ნიორი საკვებში; მათთვის, ვისაც არ შეუძლია ნივრის ჭამა, რეკომენდებულია მისი სპირტზე დამზადებული ნაყენი: გაფცქვენით 300 გრ ნიორი, დაასხით 0,5 ლ არაყი, დააყენეთ 21 დღე. დროის გასვლის შემდეგ, მიიღეთ ათ-ათი წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. შეიძლება რძე მიაყოლოთ.
• დანაყეთ 400 გრ ნიორი, და გამოწურეთ მისგან წვენი. ასევე გამოწურეთ 24 ლიმონის წვენი. გამოწურული ნიორი და ლიმნის წვენი გადაასხით ქილაში და დადგით 24 დღე თბილ, ბნელ ადგილას, ყოველდღე შეანჯღრიეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ ძილის წინ 1 ჩ. კ. ერთ ჭიქა ანადუღარ წყალთან ერთად. ზოგადი მდგომარეობა უკვე 10-12 დღის შემდეგ გაუმჯობესდება.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმხნევეს..
წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.