როგორ განვკურნოთ ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი ბუნებრივად? ეს ინფორმაცია ბევრს გამოადგება

ღვიძლი ყველაზე დიდი საჭმლის გადამამუშავებელი ჯირკვალია (მისი წონა დაახლოებით 1,5კგ-ია). ის მონაწილეობს გაცვლით პროცესებში, სხვადასხვა ნივთიერების დაგროვებაში, ნაღვლის გამომუშავებაში, რომელიც ცხიმების გადამუშავებას უწყობს ხელს.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ღვიძლის ფუნქციებიდან შეიძლება აღვნიშნოთ:
– სითბოს მილიტარიზაცია. ღვიძლს ყველაზე მაღალი ტემპერატურა აქვს ორგანიზმში: 40°C;

– მავნე ნივთიერებების მოცილება ორგანიზმიდან;

– საჭმლის მონელებაში მონაწილეობა. წვრილ ნაწლავში დაქუცმაცებული საკვები
ნივთიერებები ღვიძლში ხვდება, რომელიც მათ ორგანიზმისთვის სასარგებლო ან უბრალოდ უვნებელ ნივთიერებებად გადაამუშავებს;

–ნაღვლის გამომუშავება და გამოყოფა, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების შეწოვას წვრილ
ნაწლავში და მარილმჟავას ნეიტრალიზაციას;

– სისხლში შაქრის (გლუკოზის) შემცველობის რეგულირება და ზედმეტი გლუკოზის შენახვა:

– საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და რკინის დაგროვება.

ღვიძლი ასუფთავებს სისხლს ბილირუბინისგან, სისხლის წითელი უჯრედების ნარჩენებისგან. თუ ღვიძლი ქვებითაა სავსე, თუნდაც პატარებით, მაინც ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ორგანიზმი იტანჯება.

ღვიძლის გაწმენდა ნაწლავის გაწმენდით უნდა დაიწყოთ, შეკრულობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, ღვიძლიდან წიდები ადვილად გამოვიდეს და არ გახდეს ნაწლავის ხელმეორე
ინტოქსიკაციის მიზეზი. შიმშილი ვერ გაწმენდს ღვიძლს. ღვიძლის დაავადებების დროს წამლის მიღების საუკეთესო დრო დილაა, გაღვიძების დრო, წყლის პროცედურების მიღებამდე. ღვიძლი უფრო აქტიურია ღამის 1-დან 3 სთ-მდე. მის პრობლემურობაზე მეტყველებს ყელის სიმწყრალე, ტკივილი მარჯვენა ფერდში, ვერ დახრა. ღვიძლის მუშაობის გასაუმჯობესებლად მეტი ხილი უნდა მიირთვათ.

დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო რეცეპტი, რომელიც გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს.

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

სტაფილო, წითელი ჭარხალი, შავი ბოლოკი, ალოეს (3 წლის მაინც უნდა იყოს) ახლად გამოწურული წვენი. 0,5 ლ ნატურალური თაფლი და 0,5 ლ არაყი.

მომზადება:

თქვენ უნდა აიღოთ იმდენი სტაფილო, ჭარხალი და ბოლოკი, რომ მათი გახეხვისა და გამოწურვის შემდეგ მიიღოთ 0,5-0,5 ლ წვენები. როდესაც სამივე ბოსტნეულის წვენს გამოწურავთ, დაუმატეთ მას ალოეს წვენი, თაფლი და არაყი 9ზემოთ აღნიშნული რაოდენობის). ეს ყველაფერი 3 ლიტრიან ქილაში ჩაასხით, კარგად აურიეთ, დაახურეთ კაპრონის თავსახური, შემოახვიეთ პოლიეთილენში და ჩამარხეთ მიწაში 14 დღით ქილის თავსახურის სიმაღლემდე. შემდეგ ამოიღეთ მიწიდან და დადგით ბნელ და გრილ ადგილას (შეიძლება ჩაასხათ ქილებში). მიიღეთ თითო ს. კ. ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. მთელი ნარევი უნდა დალიოთ. მისი მიღების პერიოდში არ ჭამოთ ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე და არ დალიოთ სპირტიანი სასმელი.

გამოიყენეთ ეს ნარევი და გაგვიზიარეთ შედეგი.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები