ამ სტატიის  წაკითხვის შემდეგ აფთიაქში აღარასოდეს იყიდით ხველის სამკურნალო საშუალებას!

ცივ ამინდში გრიპი და გაციება ძალიან ხშირია. დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად მიჩვეულები ვართ ფარმაცევტული საშუალებების გამოყენებას. რა თქმა უნდა, ყელის ტკივილისა და ხველების საწინააღმდეგო აბები მოქმედებს, მაგრამ ამავე დროს შეიცავს უამრავ არასაჭირო ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც თქვენს ორგანიზმს საერთოდ არ სჭირდება.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

დღეს ჩვენ  გასწავლით, როგორ გააკეთოთ შესანიშნავი ხველისა და ყელის ტკივილის სამკურნალო აბები სახლში. უფრო მეტიც, ისინი შედგება მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან! არ იფიქროთ, რომ რთულია – რეცეპტი საოცრად მარტივია.

ყელის ტკივილის ეს წამალი არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ გემრიელიც!

ინგრედიენტები

1 ს. კ. შაქარი, 1/2 ს. კ. წყალი, 1 ს. კ.  ლიმონის წვენი, 1 ს. კ.თაფლი, 1/2 ჩ. კ დაფქული კოჭა, 1/4 ჩ. კ დაფქული მიხაკი.

მომზადება

აიღეთ პატარა ქვაბი. შიგ ჩაყარეთ გრანულირებული შაქარი. დაამატეთ მას წყალი. შემდეგ ლიმონი გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი, აიღეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ჩაასხით ქვაბში. ამის შემდეგ დაამატეთ თაფლი და დაფქული კოჭა. ბოლოს კი დაამატეთ დაფქული მიხაკი. ამის შემდეგ ჩართეთ გაზი, დაელოდეთ სანამ ნარევი ნელა ადუღდება, ამის შემდეგ კი შეამცირეთ სითბო საშუალოზე. ამ დროის მანძილზე კარამელი შესქელდება და მიიღებს მუქ ქარვისფერ ფერს (ან ჩაის ფერს). კოვზით ან მძიმე საცხობი ქაღალდის კონვერტით დაასხით კარამელი პატარა წრეებად დაფენილ საცხობ ქაღალდზე. როცა ხველის წვეთები თვითონვე გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა. გადაიტანეთ ყუთში. მისი მოხმარება შეგიძლიათ როგორც კამფეტის მსგავსად, ასევე შეგიძლიათ 1 ჭიქა ცხელ წყალში ჩააგდოთ ორი ცალი პატარა კარამელი, მოურიოთ და დალიოთ როგორც ჩაი.

ეს არის ბუნებრივი და უვნებელი საშუალება. მათ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები კარგად ათავისუფლებს დაავადების უსიამოვნო სიმპტომებს. მოამზადეთ სამკურნალო ეფექტის მქონე ტკბილეული, როგორც კი ოჯახში ვინმე თავს ცუდად იგრძნობს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას!

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები