როგორ შევაჩეროთ ხვრინვა? ეს სასმელი მომენტალურად მოაგვარებს თქვენს პრობლემას!

თუ ხვრინვა გაწუხებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ეს არამხოლოდ უსიამოვნო მოვლენაა, რომელიც ხელს უშლის თქვენს ახლობლებს დაძინებაში, არამედ სერიოზული სამედიცინო პრობლემაა. ხალხი ხვრინავს სხვადასხვა მიზეზის გამო. უფრო მეტიც, ხვრინვა შეიძლება ახასიათებდეს როგორც ჩვილს, ასევე  ასაკოვან ადამიანს.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სანამ ისწავლით ამ დაავადების მარტივ და ეფექტურ რეცეპტს, უნდა ვიცოდეთ, რატომ ვხვრინავთ და როგორ დაგვეხმარება წვენები მასთან ბრძოლაში.

ხვრინვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჭარბი წონაა. ამიტომ, გირჩევთ, რეგულარულად დაიცვათ სწორი დიეტა. კილოგრამების დაკლების შესანიშნავი გზაა თქვენს დიეტაში ახალი ხილისა და ბოსტნეულის წვენების ჩართვა. კილოგრამების შემცირებისას ხვრინვის ინტენსივობა შემცირდება.

სასუნთქ გზებში ჭარბი ლორწოს არსებობა ხვრინვის კიდევ ერთი მიზეზია. ხილისა და ბოსტნეულის წვენების მოხმარება სრულიად ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა ლორწოს გამომუშავების შესამცირებლად. მოგეხსენებათ, წვენების რეგულარულ მოხმარებას შეუძლია ებრძოლოს ანთებას, რომელიც იწვევს ლორწოს გამომუშავებას.

ხილისა და ბოსტნეულის წვენები მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ძლიერი იმუნიტეტი ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან ბრძოლას, რომლებიც იწვევენ ჭარბი ლორწოს გამომუშავებას. წარმოგიდგენთ ადვილად მოსამზადებელ ვიტამინურ სასმელს, რომელიც ხსნის ხვრინვას:

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 2 ცალი ვაშლი, 1 ნაჭერი ჯანჯაფილის ფესვი და 1/4 ახალი ლიმონი.

აი როგორ უნდა მოვამზადოთ:

სტაფილო, ლიმონი და ვაშლი კარგად გარეცხეთ. სტაფილოსა და ვაშლს გააცალეთ კანი, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში. შემდეგ დაამატეთ 1/4 ლიმონი და 1 ნაჭერი საშუალო ზომის ჯანჯაფილი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში.  შემდეგ გადმოასხით ჭიქაში და დალიეთ ეს ძლიერი კოქტეილი დღეში 3-ჯერ მაინც და შედეგიც არ დააყოვნებს.

სასუნთქ გზებში ლორწოს რაოდენობის შემცირებისას და წონის დაკლებისას თქვენი ხვრინვა შემცირდება და მალე საერთოდ გაქრება.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს, შესაძლოა ზოგიერთ მათგანს ეს პრობლემა აწუხებს.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები