ფუტკრის რძის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის!. აი რა დაავადებების განკურნება შეუძლია მას.

ფუტკრის რძე არის მუშა ფუტკრების მიერ, სპეციალური ჯირკვლებიდან გამომუშავებული საკვები ნივთიერება, რომელსაც ისინი ახლად გამოჩეკილი მუშა ფუტკრების და დედა ფუტკრების გამოსაკვებად იყენებენ.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხებიდან გამოჩეკილ ფუტკრებს, ფუტკრები ამ ნივთიერებას აჭმევენ რამდენიმე 2-3 დღე, მუშა ფუტკრებისთვის განკუთვნილი რძის შემადგენლობა განსხვავდება იმ რძის შემადგენლობისგან რომელსაც ფუტკრები აჭმევენ დედა ფუტკარს.

დედა ფუტკრების გამოსაკვებად განკუთვნილ რძეში 10 – ჯერ მეტია იუვენალური ნივთიერება. სწორედ ამ რძეს იღებენ სამკურნალო მიზნით. დედა ფუტაკრს მუშა ფუტკრისგან განსხვავებით კვებავენ მთელი მისი განვითარების პერიოდში. ფუტკრის რძე ვიზუალურად ჰგავს არაჟანს, მას აქვს ან რძის ფერი ან კრემის ფერი შეფერილობა. მას აქვს სპეციფიკური არომატი და მოტკბო მომჟავო გემო. ფუტკრის რძე არის ერთადერთი უნიკალური ნივთიერება რომელიც შეიცავს ადამიანისთვის ყველა საჭირო ამინომჟავას.
ქიმიური შემადგენლობა
ვიტამინები: B1, B2, B3, B4, B5, B6, B7, B8, B9, B12, C, A, D, PP, E.

ნივთიერებები: ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ცხიმები, თავისუფალი ორგანული ამინომჟავები, მინერალური ნივთიერებები.

მიკრო ელემენტები; ცინკი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, კობალტი, ნიკელი, ვერცხლი, ოქრო, ვისმუტი, ალუმინი, ქრომი და ა. შ. დაახლოებით 100 ელემენტს შეიცავს.

ამინომჟავები: არგიმინი, ასპარგინი, გლიკოკოლი, ცისტეინი, გისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ტრეონინი, სერინი, მეტიონინი, გლუტამინი, ტრიფტოფანი, პროლინი, ოქსიპროლინი, გამა-გლობულინი, ჟელატინი და ა. შ.

მთლიანობაში ფუტკრის რძე შეიცავს 400 – მდე ნივთიერებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ფუტკრის რძის შემადგენლობა საოცრად დაბალანსებულია. მასში შემავალი ცილები ანალოგიურია ადამიანის სისხლში შემავალი ცილების. ასევე ამინომჟავების შემადგენლობა იდენტურია ხორცის, რძის და კვერცხის. მაგრამ გლუტამინის და ასპარაგინის მჟავები – ლიზინი და პროლინი გაცილებით მეტია ფუტკრის რძეში, ვიდრე ამ პროდუქტებში.

ფუტკრის რძეს მისი უმდიდრესი და უნიკალური შემადგენლობის გამო ადრეული დროიდან იყენებებ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ქვევით არის დაავადებების ჩამონათვალი რომლის შემთხვევებშიც კარგ შედეგებს აღწევს ფუტკრის რძის გამოყენება.

ძლიერი სტიმულატორი.

ყველაზე მთავარი თვისება ფუტკრის რძის არის ის, რომ სტიმულაციას უკეთებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს.

იმუნიტეტის ძლიერი სტიმულატორი

აძლიერებს ორგანიზმის დაცვით სისტემას, მისის წყალობით ორგანიზმი მდგრადია გაცივებისა და ვირუსული დაავადებების მიმართ.

ფუტკრის რძე მასში შემავალი მჟავების წყალობით არის უნიკალური ანტიბაქტერიული, ბაქტერიოსტატიკური (ბაქტერიების გამრავლების შემაფერხებელი) და ბაქტერიოციდული ნივთიერება.

გულსისხლძარხვთა სისტემის მკურნალობა. დიდი წარმატებით სარგებლობს ფუტკრის რძე ისეთი დაავადებების მკურნალობაში როგორიც არის:

ათეროსკლეროზი.
გულის იშემიური დაავადებები.
სტენოკარდია.
ჰიპერტენზია.
ჰიპოტენზია.
თრომბოფლებიტი
პოსტინფაქტური პერიოდი.
ფუტკრის რძე თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას გულის კუნთში. ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.

უშვილობა.

ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ. ორსულობის პერიოდში ხელს უწყობს ჩანასახის ნორმალურ განვითარებას და დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას.

ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები.

ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ამიტომ მისი მიღება მიზანშეწონილია მძიმე ფიზიკური დატვირთვების დროს. ასევე კaრგია იმ ადამიანებისთვის ვინც გადატვირთული გონებრივი შრომით არის დაკავებული.

ნერვული სისტემა.

ფუტკრის რძე არეგულირებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ებრძვის სტრესს, დეპრესიას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას.

მოქმედება ორგანიზმზე

ასტიმულირებს იმუნური სისტემის ფუნქციას. ჰორმონალური და ფერმენტატული სისტემის ბიოსტიმულატორი. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ანორმალიზებს ნივთიერებათა ცვლას ქსოვილებში. აჩქარებს ქოვილების რეგენერაციას და სწრაფ გამოჯანმრთელებას ავადმყოფობის და ოპერაციის მერე. ასტიმულირებს და არეგულირებს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას. აუმჯობესებს მეხსიერებას. სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ამაღლებს ლაქტაციას ქალებში რომლებიც კვებავენ ბავშვებს. ხელს უწყობს უდღეური ბავშვების განვითარებას. აჩქარებს ბავშვების ზრდას. აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ტონუსში მოჰყავს მთელი ორგანიზმი. აახალგაზრდავებს ორგანიზმს. აძლიერებს ხანში შესულ და სუსტ ადამიანებს. კარგია მოტეხილობების დროს. ხელს უწყობს ორსულობის სტაბილურ მიმდინარეობას.

ფუტკრის რძის მიღების წესი:

დოზირება:

ზრდასრული ადამიანებისთვის მისი დღიური ნორმა შეადგებს 0.2 გრამს, ხოლო მოზარდებისთვის 0.1 გრამს.

მიღების წესი:

ჭამამდე 30 წუთით ადრე ენისქვეშ დაიწვეთეთ რძე და პირის ღრუში გააჩერეთ სრულ შეწოვამდე (15 – 20) წუთი. გამოყოფილი ნერწყვი ერევა ფუტკრის რძეს და იღვრება პირის ღრუში, ეცადეთ ნერწყვი არ ჩაყლაპოთ რაც შეიძლება დიდი ხანი.

რძე დღეში 2 – ჯერ უნდა მიიღოთ. მეორედ რძე უნდა მიიღოთ არა უგვიანეს საღამოს 6 საათისა.

კურსის ხანგრძლივობა: 2 ან 3 კვირა. შემდეგ დაისვენეთ 10 დღე და ისევ გაიმეორეთ. მისი მიღება შეგიძლიათ ხანგრძლივად როგორც საკვები დანამატის.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები