ლობიოს ნახარში არაჩვეულებრივად უმკლავდება შეშუპებულ ფეხებს! ეს უნდა სცადოთ..


ლობიო, რომელიც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გაჩნდა, პარკოსანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ის მეტად ორიგინალური და სასარგებლო კულტურაა. ძველ რომში ლობიოს საკვებად არ იყენებდნენ, სამაგიეროდ ფართოდ მოიხმარდნენ კოსმეტოლოგიაში. დედოფალ კლეოპატრას სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ლობიოს შემცველი ნიღაბი გახლდათ.

ლობიოში დაახლოებით 25% ცილებია, რომელთაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ. მცენარე მდიდარია აგრეთვე ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებით. B ჯგუფის ვიტამინები ლობიოში ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობითაა წარმოდგენილი.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ასევე უხვადაა მასში A, C, E, K და PP ვიტამინები, გოგირდი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა და შეუცვლელი ამინმჟავები. გოგირდი ეხმარება ორგანიზმს კანის დაავადებებთან, ნაწლავთა ინფექციებთან, რევმატიზმთან, სასუნთქი სისტემის პათოლოგიებთან ეფექტურად ბრძოლაში.

ლობიოში შემავალი თუთია აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, სპილენძი კი ააქტიურებს ადრენალინისა და ჰემოგლობინის გამომუშავებას; ლობიო ხელს უწყობს წონაში დაკლებას, დადებითად მოქმედებს შარდსასქესო ორგანოების ფუნქციაზე, აუმჯობესებს პოტენციას, წმენდს და ხელს უწყობს თირკმლებში ქვების დაშლას, შარდის ბუშტიდან ქვების გამოდევნას და ანთებითი პროცესის ჩაქრობას.

ლობიო სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყეება, თუმცა დღეს განვიხილავთ მას, როგორც შეშუპების საუკეთესო მკურნალს.

როგორ გამოვიყენოთ ლობიო გულისმიერი და თირკმლისმიერი შეშუპების სამკურნალოდ?

ამისათვის ლობიოს ნახარში დაგჭირდებათ

ინგრედიენტები:

15 გრამი ლობიოს მარცვალი, 200 მლ. წყალი.

მომზადების წესი:

ლობიოს მარცვლებს დავასხათ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და დატოვეთ გავაჩეროთ 15 წუთი.

მივიღოთ 40მლ. ნახარში 3-4ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები