ფუტკრის რძის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის!. აი რა დაავადებების განკურნება შეუძლია მას.

ფუტკრის რძეს მისი უმდიდრესი და უნიკალური შემადგენლობის გამო ადრეული დროიდან იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.  უნდა აღინიშნოს, რომ ფუტკრის რძის შემადგენლობა საოცრად დაბალანსებულია. მასში შემავალი ცილები ანალოგიურია ადამიანის სისხლში შემავალი ცილების. ასევე ამინომჟავების შემადგენლობა იდენტურია ხორცის, რძის და კვერცხის. მაგრამ გლუტამინის და ასპარაგინის მჟავები – ლიზინი და პროლინი გაცილებით მეტია ფუტკრის რძეში, ვიდრე ამ პროდუქტებში.ქვევით არის დაავადებების ჩამონათვალი რომლის შემთხვევებშიც კარგ შედეგებს აღწევს ფუტკრის რძის გამოყენება.

ძლიერი სტიმულატორი.

ყველაზე მთავარი თვისება ფუტკრის რძის არის ის, რომ სტიმულაციას უკეთებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

იმუნიტეტის ძლიერი სტიმულატორი

აძლიერებს ორგანიზმის დაცვით სისტემას, მისის წყალობით ორგანიზმი მდგრადია გაცივებისა და ვირუსული დაავადებების მიმართ. ფუტკრის რძე მასში შემავალი მჟავების წყალობით არის უნიკალური ანტიბაქტერიული, ბაქტერიოსტატიკური (ბაქტერიების გამრავლების შემაფერხებელი) და ბაქტერიოციდული ნივთიერება.

გულსისხლძარხვთა სისტემის მკურნალობა.

დიდი წარმატებით სარგებლობს ფუტკრის რძე ისეთი დაავადებების მკურნალობაში როგორიც არის: ათეროსკლეროზი. გულის იშემიური დაავადებები. სტენოკარდია. ჰიპერტენზია. თრომბოფლებიტი, პოსტინფაქტური პერიოდი.

ფუტკრის რძე თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას გულის კუნთში. ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.

ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები.

ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ამიტომ მისი მიღება მიზანშეწონილია მძიმე ფიზიკური დატვირთვების დროს. ასევე კარგია იმ ადამიანებისთვის ვინც გადატვირთული გონებრივი შრომით არის დაკავებული.

უშვილობა.

ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ. ორსულობის პერიოდში ხელს უწყობს ჩანასახის ნორმალურ განვითარებას და დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას.

აი როგორ მოქმედებს ფუტკრის რძე ორგანიზმზე

ფუტკრის რძე ასტიმულირებს იმუნური სისტემის ფუნქციას. ჰორმონალური და ფერმენტატული სისტემის ბიოსტიმულატორი. ფუტკრის რძე არეგულირებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ებრძვის სტრესს, დეპრესიას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ანორმალიზებს ნივთიერებათა ცვლას ქსოვილებში. აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას და სწრაფ გამოჯანმრთელებას ავადმყოფობის და ოპერაციის მერე. ასტიმულირებს და არეგულირებს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას. აუმჯობესებს მეხსიერებას. მას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ამაღლებს ლაქტაციას ქალებში რომლებიც კვებავენ ბავშვებს. ხელს უწყობს უდღეური ბავშვების განვითარებას. აჩქარებს ბავშვების ზრდას. აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ტონუსში მოჰყავს მთელი ორგანიზმი. აახალგაზრდავებს ორგანიზმს. აძლიერებს ხანში შესულ და სუსტ ადამიანებს. კარგია მოტეხილობების დროს. ხელს უწყობს ორსულობის სტაბილურ მიმდინარეობას.

ფუტკრის რძის მიღების წესი:

დოზირება:

ზრდასრული ადამიანებისთვის მისი დღიური ნორმა შეადგებს 0.2 გრამს, ხოლო მოზარდებისთვის 0.1 გრამს.

მიღების წესი:

ჭამამდე 30 წუთით ადრე ენისქვეშ დაიწვეთეთ რძე და პირის ღრუში გააჩერეთ სრულ შეწოვამდე (15 – 20) წუთი. გამოყოფილი ნერწყვი ერევა ფუტკრის რძეს და იღვრება პირის ღრუში, ეცადეთ ნერწყვი არ ჩაყლაპოთ რაც შეიძლება დიდი ხანი. რძე დღეში 2–ჯერ უნდა მიიღოთ. მეორედ რძე უნდა მიიღოთ არა უგვიანეს საღამოს 6 საათისა. კურსის ხანგრძლივობა: 2 ან 3 კვირაა. შემდეგ დაისვენეთ 10 დღე და ისევ გაიმეორეთ. მისი მიღება შეგიძლიათ ხანგრძლივად როგორც საკვები დანამატის.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები