ეს სავარჯიშოები დაგეხმარებათ სათვალის გარეშე გაიუმჯობესოთ მხედველობა

მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვი დღითიდღე მატულობს და გინდ დაიჯერეთ გინდ არა, 6-დან 4-ს მხედველობის პრობლემა აქვს. საბედნიეროდ თუ მხედველობის პრობლემა ძალიან არ არის გართულებული, ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ სიტუაციის გამოსწორება ოპერაციის გარეშე. პირველ რიგში, იპოვეთ თქვენი მხედველობის პრობლემის ძირითადი მიზეზი. ეს ასაკობრივი პრობლემაა თუ გენეტიკის პრობლემა. ამის შემდეგ დაიწყეთ მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშების გაკეთება, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ.

ახლოს და შორს
შეიძლება ეს მარტივი მოგეჩვენოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ვარჯიში სასწაულებს ახდენს. უბრალოდ დაჯექით სკამზე და დარწმუნდით, რომ თქვენს წინ არის ღია სივრცე.
იაფი ავიაბილეთები avia.geფოკუსირება მოახდინე შენს გარემოცვაში ახლოს არსებულ ობიექტებზე და შემდეგ გადაიტანე ფოკუსი იმ საგანზე, რაც შენგან შორს არის. შეცვალეთ ფოკუსი ყოველ 10 წამის შემდეგ. გააკეთეთ ეს ვარჯიში ყოველდღე 5 წუთის განმავლობაში და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

დახამხამება
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მხედველობის აღდგენისა და თვალის კუნთების გასაძლიერებლად. თქვენ ალბათ ძალიან დიდ დროს ატარებთ კომპიუტერის წინ. რამდენად ხშირად ახამხამებთ თვალებს?

თვალები ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რომ ხშირად არ ახამხამებ. დახამხამება ამზადებს თვალებს ახალი ინფორმაციისთვის, ხოლო სიბნელის ხანმოკლე პერიოდი გეხმარებათ დამუშავებაში, რასაც ხედავთ.

უხილავი 8 ფიგურა
დროა დაეყრდნოთ თქვენს ფანტაზიას. წარმოიდგინეთ, რომ უხილავი რვა ფიგურა დევს გვერდზე, თქვენს წინ. ამოძრავეთ თვალები თქვენს მიერ წარმოდგენილი ფიგურის  „ფორმის“ მიხედვით 5 წუთის განმავლობაში. დამშვიდდით და გააგრძელეთ კიდევ 5 წუთი. ეს შესანიშნავი ვარჯიშია თვალის კუნთებისთვის.

დაიფარეთ სახე
აიფარეთ თვალებზე ხელები, მაგრამ არ დააჭიროთ მათ. საკმარისი ადგილი უნდა იყოს თვალის დასახამხამებლად და სიბნელეში შესახედად. რამდენად კარგია თვალისთვის? ეს ათავისუფლებს სტრესს და დაძაბულობას. გააკეთეთ ეს თქვენი კომპიუტერის გამოყენებისას.

გააკეთეთ ეს მარტივი და ეფექტური სავარჯიშოები ყოველდღე. ისინი არ წაგართმევენ დიდ დროს, თუმცა ძალიან დიდ შეღავათს მოგცემენ თვალის კუნთების გაძლიერების მხრივ.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები