რევმატოიდული ართრიტის ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები. უბრალოდ გააკეთეთ და დაივიწყეთ ტკივილები!

რევმატიზმი ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, როცა ზიანდება შემაერთებელი ქსოვილი, სახსრები, გული. რევმატიზმი უმეტესად ახალგაზრდა ასაკში ჩნდება, სიბერეში კი ვეჯახებით ახალგაზრდობაში დაწყებული რევმატული პროცესების შედეგებს. ამ დაავადებისთვის ბიძგი შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციის კერა ორგანიზმში: ქრონიკული ტონზილიტი, კარიესული კბილები და ა. შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება სისხლძარღვებში და გულში. ავადმყოფები უჩივიან მუდმივ ან პერიოდულ ტკივილს სახსრებში, ირღვევა მათი მოძრაობა, დეფორმირდება ან წითლდება.

რევმატიზმის მკურნალობა ორგანიზმის ძირფესვიანი გაწმენდით უნდა დაიწყოთ. წლების განმავლობაში უარი უნდა თქვათ ხორციან საჭმელზე და გადახვიდეთ ვეგეტარიანულზე, უმთავრესად უმ ბოსტნეულზე და ხილზე.

რევმატიზმის დროს ნებისმიერ შემთხვევაში ზიანდება გული და ყველაზე ხშირად მიტრალური სარქველი.
იაფი ავიაბილეთები avia.geრევმატიზმის დაწყების ერთ-ერთი უპირველესი ნიშანია სიცხის აწევა 39 გრადუსამდე, რასაც თან ახლავს სისუსტე და ოფლიანობა. ამ ეტაპზე დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია და ხშირად იწყება სახსრების ძლიერი ტკივილი, ისეთი რომ ავადმყოფი ძლივს გადაადგილდება, თუმცა ზოგჯერ ავადმყოფს მკურნალობენ ვირუსულ დაავადებებზე, ანგინაზე და ა.შ. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ეს ტკივილები სუსტია. ტკივილი უმეტესად დიდ სახსრებში ჩნდება და ზოგჯერ მონაცვლეობს, გულის დაზიანება კი მოგვიანებით ხდება.

რევმატიზმის პროფილაქტიკა შემდეგში მდგომარეობს:

1. ორგანიზმის გაკაჟება.

2. კარიესის, ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის და სტრეპტოკოკული ინფექციების სხვა
კერების დროული მკურნალობა.

3. რევმატიზმის დროული და სწორი მკურნალობა მწვავე პერიოდში.

გაგაცნობთ მცენარეულ პრეპარატებს, რომლებიც დაგეხმარებიან რევმატული ართრიტის განკურნებაში. (მცენარეული პრეპარატები შინაგანი მიღებისათვის):

• რევმატიზმისა და სახსრების სხვა დაავადებების დროს მოხარშეთ მწვანე ჩაი 1,5 გრ 1 ლიტრ მდუღარე წყალზე. სვით თითო ჭიქა 2-3 ჯერ დღეში. + ვაშლის ძმრის ჩაი თაფლით კარგია რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სახსრების ტკივილის დროს. 200 მლ მდუღარე წყალზე აიღეთ 1 ჩ. კ. თაფლი და 1/2 ჩ. კ. ძმარი. სვით 2-ჯერ დღეში.

• აიღეთ 1 ს. კ. ქაცვის ნაყოფისა და 1 ს. კ. გამხმარი ქაცვის ფოთლები, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. ადუღეთ წყლიან ავზზე 15 წუთით. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ. სვით 150 მლ 3-ჯერ დღეში.

• აიღეთ 2 ს. კ. ჩვეულებრივი ღორის ბირკას დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 1 ლიტრი ქაფქაფა წყალი, გააჩერეთ თერმოსში 3 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 4 ჭიქა 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

• აიღეთ 30 გრ ჟოლოს ნაყოფი 200 მლ მდუღარე წყალზე და ასეთი ჩაი მიიღეთ ძილის წინ 2 ჭიქა ქრონიკული რევმატიზმის დროს.

• ღვინის ძმარი მიიღეთ ყველა სახის სახსრების დაავადების დროს 1-2 ჩ. კ. დღეში.

• წვრილად დაჭრილ ვაშლს დაასხით ქაფქაფა წყალი. გააჩერეთ 3 საათით და სვით ყველა სახის სახსრების დაავადების დროს, ასევე ხველების და ხმის ჩახლეჩის დროს.

• ალუბლის ნახარში რძეში სვით ყველა სახის სახსრების დაავადების დროს.

• ყოველ დილით დალიეთ 1 ცალი ლიმონის წვენი, + ყოველ დღე უზმოზე დალიეთ 1 ცალი ლიმონის წვენი, დაუმატეთ 1 ჭიქა ცხელი წყალი.

გამოიყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტებიდან რომელიმე და გაიუმჯობესეთ სახსრების მდგომარეობა.

წყარო– სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები