როგორ უნდა ვიკვებოთ, როცა შევჩენკოს მეთოდით დავიწყებთ მკურნალობას? კიბოს საწინააღმდეგო ხალხური მეთოდი

ხალხური მედიცინისადმი დამოკიდებულება შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანებში, მიუხედავად ამისა, შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ მისი თითქმის ყველა მეთოდი ნამდვილად მუშაობს. ავიღოთ, მაგალითად შევჩენკოს მეთოდი, რომლის მიხედვითაც არაყით და ზეთით  შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, მათ შორის კიბოს. ეს შედარებით ახალი ტექნიკაა, რომელმაც, მიუხედავად ამისა, მაშინვე იპოვა თავისი თაყვანისმცემლები. თავად ნიკოლაი შევჩენკოს თქმით, ადამიანი, რომელმაც ეს მეთოდი აღმოაჩინა, პრაქტიკულად ყველა დაავადების მკურნალობა არაყით და ზეთით შეიძლება.

ჩაასხით ქილაში 30-40 მლ არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი (უმჯობესია აიღოთ ზეთი, რომელიც ყოველგვარი ტექნოლოგიური ოპერაციების გარეშეა მიღებული. ზეთი არ უნდა იყოს მწარე, ფერს და სუნს მნიშვნელობა არ აქვს). დაუმატეთ 30-40 მლ 40 %-იანი სპირტი ან არაყი (სპირტის ან არყის სიძლიერე რაც შეიძლება უნდა დაუახლოვოთ 40%). კარგად დაახურეთ თავსახური და აქტიურად დაანჯღრიეთ რამდენიმე წუთით, გაუკეთეთ გამოსასვლელი და რაც შეიძლება სწრაფად დალიეთ. ეს ნარევი დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე (დროის ამ შუალედში კატეგორიულად იკრძალება ჭამა და დალევა), რაც შეიძლება დროის ზუსტ შუალედებში, მაგ: 9-ზე, 14 და 19 საათებზე. დილის მიღებამდე არაფერი არ უნდა დალიოთ. სვით 10 დღე ზედიზედ. შეისვენეთ 5დღე და ისევ თავიდან დაიწყეთ. მე-3 ათდღიანი ციკლის შემდეგ 2 კვირა უნდა შეისვენოთ, ეს მკურნალობის ერთი კურსია. შემდეგ ასევე გააგრძელეთ მკურნალობა გამოჯანმრთელებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესია 3 წელი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოცემული დოზების და ვადების შეცვლა. 2 კვირიანი შესვენების დროს, უნდა ეჩვენოთ ექიმს და გაიაროთ აუცილებელი შემოწმებები: ტომოგრაფია, ექოსკოპია და ა. შ. ყოველი ციკლის დასრულების შემდეგ გაიკეთეთ სისხლის კლინიკური ანალიზი და აიწონეთ. ამ მეთოდით მკურნალობის დროს, არც ერთი სხვა კიბოს საწინააღმდეგო მეთოდის ჩატარება არ შეიძლება. კუჭის კიბოს დროს აიღეთ 40 მლ ზეთი და 40 მლ არაყი. 12 წლის ზემოთ ბავშვებისთვის აიღეთ 30 მლ ზეთი და 30 მლ არაყი. 12 წლამდე ბავშვებისთვის აიღეთ 0,6 მლ ზეთი და 0,6 მლ არაყი სხეულის ყოველ კილოგრამზე. ნარევი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და თან წაიღოთ, წინასწარ შეგიძლიათ რამოდენიმე დღის დოზა მოამზადოთ.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კვება და წამლები შევჩენკოს მეთოდით მკურნალობის დროს

მკურნალობის პირველივე დღიდანვე, რაც შეიძლება მცირე რაოდენობით მიიღეთ ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის ლუდი (უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ ალკოჰოლზე). მწეველებმა სასწრაფოდ უნდა დაანებონ მოწევას თავი. მკურნალობის მთელი ამ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოერიდეთ ყოველგვარი რძის პროდუქტის, ხორცის, თევზის, ცხიმიანი და ტკბილი საკვების მიღებას (ტკბილი საკვებიდან გამორიცხეთ თაფლი, საზამთრო, ნესვი და ყველა ტკბილი კენკრა და ხილი). ყველაფერი დანარჩენი შეიძლება ზომიერად. შიმშილი არ შეიძლება.

გულისრევასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ მარილმოყრილი კვერცხი (თოხლო) და ტომატის წვენი, ყველა მჟავე კენკრა, მწვანე ჩაი და ლიმონი. საკვებს მოაყარეთ მარილი და პური მიირთვით ნებისმიერი სახის. ეს აუცილებელია. აბსოლუტურად აკრძალული პროდუქტი არ არსებობს. ცოტ- ცოტა ყველაფრის ჭამა შეიძლება. საკვები არ უნდა იყოს არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი. ყავის დალევა არ არის სასურველი. უმჯობესია არ დალიოთ ტკბილი ბოსტნეულის წვენი (მათ შორის ჭარხლის და სტაფილოსი). შეიძლება დალიოთ არატკბილი კომპოტი და კისელი. მაღაზიის წვენები, გაზიანი სასმელები და მინერალური წვენი არ არის რეკომენდებული. შეგიძლიათ მიიღოთ დაბალკალორიული შაქრის შემცვლელი. არ შეიძლება გლუკოზის შინაგანად მიღება. ნებისმიერი ტკბილეული ზეთის და ყავის ანტაგონისტურია.

იკრძალება ისეთი წამლების მიღება, რომლებიც გენური ინჟინერიით და ადამიანის სისხლისგან არის დამზადებული (რეაფერონი, ვიფერონი და სხვა). არ შეიძლება სისხლის და მისი ფრაქციების გადასხმა. შეგიძლიათ მიიღოთ დამამშვიდებელი, საძილე, შარდმდენი, გულის საშუალებები. შეგიძლიათ მიიღოთ არანარკოლოგიური ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის: ანალგინი, ნოშპა, დიმედროლი, ვოლტარენი და მათი ანალოგები. კიბოსებური წყლულები გამოირეცხოთ ფურაცილინის ან წყალბადის ზეჟანგით, მუხის ქერქის ნახარშით. ასეთ წყლულებზე შეგიძლიათ წაისვათ ზეთის და არყის ნარევი, მხოლოდ იმ დღეებში, როცა მათ ღებულობთ.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია