Flekosteli

რა უნდა გავაკეთოთ თუ კისრისა და გულმკერდის რადიკულიტი გვაწუხებს? ეს ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის

კისრისა და გულმკერდის რადიკულიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამ სახის რადიკულიტის დროს ძირითადად ზიანდება კისრის ქვედა და გულმკერდის ზედა მალების ნერვული ფესვები. დაავადება უფრო ხშირად ცალმხრივია და იწყება კისრის მიდამოში ტკივილით.

სიმპტომები

ჩვეულებრივ, წარმოიშობა მტეხავი, მოჭერითი, მოჭიმვითი, ზოგჯერ მწვავე ტკივილი კისრის უკანა და გვერდით მიდამოში, კეფის მიდამოში, ბეჭში. თავის მოძრაობა შეზღუდულია. ტკივილი შეიძლება პროვოცირდებოდეს მკლავში, ბეჭთაშუა სივრცეში, გულის მიდამოში, ძლიერდება კუნთების და ძაბვის დროს. ზოგჯერ ტკივილებს წინ უძღვის იგივე ზონების დაბუჟება. მაგალითად, ზოგჯერ გვიწევს ღამღამობით დაბუჟებული ხელების რამოდენიმეჯერ დაზელვა. ჩვეულებრივ, ტკივილები ძლიერდება ძილის დროს და ავადმყოფი ძნელად პოულობს თავის დასადებად მოხერხებულ მდგომარეობას. ამავე დროს სუსტდება დაზიანებული კიდურის კუნთოვანი მალა. ხშირად ეს მდგომარეობა მომატებულ აღზნებადობას, დეპრესიას ერწყმის.
იაფი ავიაბილეთები avia.geკისრის ოსტეოქონდროზით დაავადებული ადამიანები ძნელად იტანენ ამინდის ცვლილებებს, ბარომეტრული წნევის ცვალებადობას, სინესტეს. ამ დროს შეიძლება წარმოიშვას თავის ტკივილები, ტკივილები გულის მიდამოში, რომელიც სტენოკარდიის იმიტაციას ქმნის. როგორც შედეგი, შეიძლება განვითარდეს მხარ-ბეჭის პერიართროზი („გაყინული მხარი“) ან კისრის სპონდილოზი.

მკურნალობა

კისრისა და გულ-მკერდის რადიკულიტის მკურნალობისას პირველ რიგში უნდა შემცირდეს კისრისა და გულ-მკერდის მალებზე დატვირთვა, შეიზღუდოს თავის გვერდით მოძრაობები და დახრები. ამ დროს კარგ სამსახურს გაგიწევთ კისრის ბანდაჟი. პროცესის მწვავე მიმდინარეობისას შეიძლება გამოიყენოთ კისრის ფრთხილი დაჭიმვა (პროცედურა უნდა ჩაატაროს მხოლოდ ექიმმა!).

ხალხური მეთოდები კისრის “წელკავის” დროს

შინაგანი მოხმარებისთვის

გარეცხეთ კარტოფილი და კანთან ერთად დაჭერით 3-5 მმ სისქის ნაჭრებად. რაც უფრო წვრილად დაჭრით კარტოფილს, მით უკეთესია. ერთი კილოგრამი ასეთი კარტოფილი ჩაყარეთ 3 ლიტრ მდუღარე წყალში და ხარშეთ ერთი საათი ნელ ცეცხლზე. ჩააჭერით ოხრახუში, კამა, ნიახური, ქინძი და მიიღეთ ეს საკვები 7-10 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ, რადიკულიტის მწვავე ტკივილები რამდენიმე დღის შემდეგ ქრება.

გარეგანი მოხმარებისთვის

კარგად შეურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა შავი ბოლოკის წვენი, ნახევარი ჭიქა თაფლი, 2 ს. კ. ძმარი, დააყენეთ 5 დღე მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში. ხმარების წინ მტკივან ადგილზე წაისვით მცენარეული ზეთი ( დამწვრობის თავიდან ასაცილებლად), შემდეგ კი დაიდეთ მიღებული ნარევის კომპრესი 30-40 წუთით. ამის შემდეგ გულმოდგინედ მოიწმინდეთ მტკივანი ადგილი და ძილის წინ თბილად შეიხვიეთ. მკურნალობის კურსი 10-12 პროცედურაა.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები
Varikosette