Flekosteli

ყველაფერი ნიკრისის ქარის (პოდაგრა) შესახებ: რა არის, რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში?

დაავადების საფუძველი მდგომარეობს ნუკლეინის მჟავების ცვლის დარღვევაში. ამ დაავადების დროს სისხლში და ქსოვილებში მკვეთრად მაღლდება შარდმჟავას რაოდენობა და მისი ნარჩენები ილექება სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის სახსრებში. ზიანდება სახსრები, ყურის ნიჟარა, თირკმელები, გული (მიოკარდიტი, ბრონქიტი, თვალები, ტვინის გარსი, მყესები, ნერვები. თუმცა სახსრების დაზიანება ადრეული და წამყვანი სიმპტომია.

უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან 40 წლის ზემოთ, ქალები იშვიათად. დაავადება ხშირად მემკვიდრეობითია. დაავადება ხანგრძლივად მიმდინარეობს. მის ქრონიკულ მიმდინარეობას ზოგჯერ მწვავე შეტევები ცვლის.
იაფი ავიაბილეთები avia.geნიკრისის ქარის მწვავე შეტევა ჩვეულებრივ იწყება ღამით ან დილისკენ. მას წინ უსწრებს თვითშეგრძნების გაუარესება, შარდის რაოდენობის მომატება. მას ხშირად იწვევს დიდი რაოდენობით ხორცის ან თევზის, კვერცხის (განსაკუთრებით შემწვარი), ალკოჰოლის მიღება, ასევე ვირუსული დაავადებები და საყოფაცხოვრებო ტრავმა. შეტევა შეიძლება
გაგრძელდეს 3 საათიდან 24 საათამდე.

ქრონიკული ნიკრისის ქარი– მედეგი ცვლილებებია მტკივან სახსარში, რომელსაც მიეკუთვნება მოძრაობის შეზღუდვა, მისი ფორმის და სისქის შეცვლა.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვებას და წონას. რაც შეიძლება ბევრი უნდა იმოძრაოთ. თბილად შეიფუთოთ მტკივანი სახსარი.

რეცეპტები
• მოწყვიტეთ ახლად ამოსული ჭინჭრის ყლორტები. 1 ს. კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ. მიიღეთ 2 ს. კ. 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე ან გამოწურეთ ჭინჭრის წვენი და მიიღეთ ის თითო ჩაის კოვზი 2-3 ჯერ დღეში, ჭამის წინ.

•დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი კაკლის 20 გრ ნორჩ ფოთლებს ან უმ ნაყოფს. გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს. კ. 3-ჯერ დღეში.

•წითელი ქარის დროს სასარგებლოა თეთრთავიანი კომბოსტოს მიღება ნებისმიერი სახით, განსაკუთრებით კი სალათების სახით.

• ნიკრისის ქარის დროს სასარგებლოა ნებისმიერი სახით მიიღოთ შავნაყოფა ცირცელი
(როგორც ჩაი, შაქრით, თაფლით და ა. შ.)

პრეპარატები გარეგანი მოხმარებისთვის:

• სახსრების ტკივილის და შეშუპების დროს მიიღეთ პირშუშხას ნაყენი. აიღეთ 1 ს. კ. გახეხილი პირშუშხა, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი. გამოიყენეთ ცხელი საფენების და კომპრესების სახით.

• აიღეთ 5 წვეთი ჭიანჭველის სპირტი, შეურიეთ 1 ს. კ. წყალი და წაისვით შესიებულ სახსრებზე.

• ნიკრისის ქარის დროს მტკივან ადგილებზე დაიდეთ ოროვანდის ფოთლები რძეში
მოხარშული.

აბაზანა ნიკრისის ქარის დროს:

• აიღეთ 100 გრ გვირილის ყვავილი, დაასხით 10 ლიტრი წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დაუმატეთ 200 გრ სუფრის მარილი და ჩააწყვეთ მასში მტკივანი კიდურები 30 წუთით. დროდადრო დაუმატეთ ცხელი ნახარში. პროცედურის დრო 30 წუთია.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები
Varikosette