თუ ღვიძლის დაზიანების თავიდან არიდება გსურთ, ნახეთ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის!

თუ ღვიძლის დაზიანების თავიდან არიდება გვსურს, აუცილებელია რეგულარულად საჭირო ზომების მიღება.

ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის გაწმენდა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხშირად აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: თავის ქრონიკული ტკივილი, ყაბზობა, კანის არაჯანსაღი ფერი, ყვითელი წრეები თვალების გარშემო, რეგულარულად ღებინების შეგრძნება, სიმძიმის განცდა მუცლის არეში და შებერილობა.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თუ პირის ღრუში ხანდახან მეტალის გემო გაქვთ, ხშირად გაწუხებთ დაღლილობა, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება, აუცილებლად იზრუნეთ ღვიძლის გაწმენდაზე, რათა პრობლემამ გაცილებით რთული და მწვავე ფორმა არ შეიძინოს.
დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე სასმელს, რომლებიც მართლაც უებარი საშუალებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩემმა გარშემომყოფებმა ბევრჯერ გამოიყენეს და არიან ძალიან ჯანმრთელები.

3 საუკეთესო სასმელი ღვიძლის ბოლომდე გასაწმენდად

ქიშმიში

დაგჭირდებათ 2 ჩაის ჭიქა წყალი და 150 გრამი ქიშმიში. წყალი მიიყვანეთ დუღილამდე, დაუმატეთ მოცემული რაოდენობით მუქი ფერის ქიშმიში და ხარშეთ ის 20 წუთის განმავლობაში. ნახარში დააყოვნეთ მთელი ღამით, მეორე დილას გადაწურეთ და მიირთვით უზმოზე. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა.

 გვირილის ჩაი

მოამზადეთ ერთი ფინჯანი გვირილის ჩაი ყოველ საღამოს და მიირთვით დაძინებამდე 30 წუთით ადრე. გარდა ღვიძლის გაწმენდისა და მისი მუშაობის გაუმჯობესებისა, მოცემული სასმელი შეგიწყობთ ხელს ხარისხიანად გამოძინებაში, გაგიწმენდთ ნაწლავებს და დაგირეგულირებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

ჯანჯაფილი და ლიმონი

აადუღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და თხელ რგოლებად დაჭრილი ნახევარი ლიმონი. დააყოვნეთ სასმელი 5 წუთით და მიირთვით ის თბილ მდგომარეობაში. ღვიძლი ბოლომდე რომ გაიწმინდოთ და საგრძნობლად შეიმციროთ ცხიმოვანი ფენები პრობლემურ ზონებში, მიირთვით ეს სასმელი ყოველ საღამოს 2 კვირის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი რომლებიც ამ დაავადებას სამუდამოდ დაგავიწყებთ

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან

Facebook კომენტარები