რეკომენდაციები სისხლის გასათხელებლად სახლის პირობებში. აი რა უნდა მიიღოთ და რას უნდა ერიდოთ ასეთ დროს!

თუ გასქელებული სისხლი გაწუხებთ და გსურთ გაუთხელოთ, პირველ რიგში იმ პროდუქტების მოხმარება უნდა შეზღუდოთ, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ზრდიან. მათ მიეკუთვნება: წიწიბურა, ყველა პარკოსანი, სოიოს პროდუქტები, ცხიმიანი ხორცი (განსაკუთრებით ცხვრის), წითელი კომბოსტო, თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო, ტკბილი წიწაკა, ბოლოკი, თალგამი, წიწმატი, კამა, ქინძი, ოხრახუში, ბანანი, წითელი და შავ ცირცელი, შინდი, თუთა.

სისხლის გათხელებას ხელს უწყობს სალიცილის და ლიმონის მჟავას ნატურალური მარილები. ისინი შედიან ჟოლოს, მაყვლის, მოცვის, ლეღვის, ლიმონის, შტოშის, ფორთოხლის,  გრეიფრუტის, წითელი მოცვის, გარგარის, ქლიავის, ალუბლის, ყურძნის შემადგენლობაში.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

რეკომენდაციები სისხლის გასათხელებლად სახლის პირობებში. აი რა უნდა მიიღოთ ასეთ დროს

ცხიმიანი ჯიშის თევზი (განსაკუთრებით ქაშაყი და სკუმბრია) ხელს უწყობს სისხლის შედედების უნარის დაქვეითებას.

ეცადეთ ყოველდღე შეჭამოთ ერთი გრეიფრუტი ან ორი ლიმონი (დაჭერით წვრილ ნაჭრებად და მოაყარეთ შაქარი) ან ორი ფორთოხალი ან ერთი ჭიქა კენკრა.

თუ გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება არ გაქვთ, მაშინ სადილის დროს მიიღეთ ნივრის ორი პატარა კბილი.

ცივი წესით გამოცდილი მცენარეული ზეთი (განსაკუთრებით სელის) აუცილებლად ჩართეთ თქვენს ყოველდღიურ მენიუში.

სუფებში და მეორე კერძში არ დაივიწყოთ დაფნის ფოთლის ჩადება.

შავი ჩაი მწვანით შეცვალეთ, ყავის მაგივრად კი კაკაო სვით.

შეძლებისდაგვარად შეეცადეთ ბევრი იმოძრაოთ, ისეირნეთ არანაკლები 45 წუთისა დღეში, იმუშავეთ სახლში და ბაღის უბანზე ზომიერად – ეს თრომბოზების და სისხლის მომატებული შედედების დროს მშვენიერი პროფილაქტიკაა.

ყურადღება! ბალახებით ყველა კურსობრივი მკურნალობის შემდეგ აუცილებლად გაიკეთეთ ანალიზი პროთრომბინზე.

• სისხლის გათხელებისა და გულის კუნთის კვების გაუმჯობესებისთვის ერთი თვის
განმავლობაში სვით სამკურნალო მცენარეთა ნაყენი (თუ ალერგიული ან თირკმლის მძიმე დაავადება არ გაქვთ): ერთმანეთს შეურიეთ თითო სუფრის კოვზი კუნელის და ასკილის ნაყოფის, ტყის მარწყვი, ძიძოს ბალახი, გულყვითელას და წითელი სამყურას ყვავილები, შავი მოცხარის ფოთლები. დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი 2 ს. კ. გამხმარ დაქუცმაცებულ ნაკრებს, დადგით წყლის აბაზანაზე 15 წუთით ისე, რომ არ ადუღდეს, შემდეგ დააყენეთ 40 წუთი, გაწურეთ, ოდნავ დაატკბეთ თაფლით და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა, 4-ჯერ დღეში.

• სისხლის გასათხელებლად გამოიყენეთ თეთრი ტირიფის ქერქის ან ყლორტების ნაყენი: 1 ს. კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე 5-7 წუთი, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ ორ-ორი სუფრის კოვზი, 2–3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

• წელიწადში 3-4 ჯერ სასარგებლოა ძიძოს ნაყენით მკურნალობის ჩატარება. ძიძოს ერთ
სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, შემდეგ გაწურეთ. სვით 1/5 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი უნდა გაიმეოროთ 1 თვის განმავლობაში. ან ყვითელი ძიძოს 2 ს. კ. გამხმარ, დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში 4 საათი, გაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა ცხელი ნაყენი, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. კურსი გაიმეორეთ 1 თვე. შემდეგ შეისვენეთ 10 დღე, შემდეგ კი მკურნალობა გაიმეორეთ.

• შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ყვითელი ძიძოს ბალახი, გულყვითელას (კალენდულას“) და წითელი სამყურას ყვავილები, კუნელის და ასკილის ნაყოფი, ტყის მარწყვი. გამხმარი, დაქუცმაცებული ნარევის 2 ს. კ.-ს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით წყლის აბაზანაზე 10 წუთი, დააყენეთ თბილ ადგილას 1 საათი, დროის გასვლის შემდეგ კი გაწურეთ. ეს ნაკრები უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე დაავადებების დროს.

• გარეცხეთ და დააქუცმაცეთ თუთის ხის 200 გრ ფესვი, მოათავსეთ იგი მომინანქრებულ
ჭურჭელში, დაასხით 1 ლ ცივი წყალი, დააყენეთ 1 სთ, შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ და მოათავსეთ მაცივარში, ეს რაოდენობა გათვლილია 5 დღისთვის. დალიეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი 5 დღე. 2-3 დღიანი შესვენების შემდეგ ჩაიტარეთ კიდევ 2-3 ასეთი კურსი.

• სისხლის მომატებული შედედების, სტენოკარდიის, ჰიპერტონიის დროს კარგი მოქმედება აქვს იოდასალამის სააფთიაქო სპირტიან ნაყენს, რომელიც მიიღება 2-3 ჯერ დღეში, კვებათა შუალედებში, 30-40 წვეთი, განზავებული ეფექტი აქვს ერთ ჭიქა ანადუღარ წყალში შერეულის მიღებას. კურსი 45 დღეა. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ, რის შემდეგაც აუცილებელია პროთრომბინზე სისხლის ანალიზის გაკეთება.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი რომლებიც ამ დაავადებას სამუდამოდ დაგავიწყებთ

Facebook კომენტარები