გაეცანით სამკურნალო ნაყენის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც გაიძლიერებთ გულს.

გულის კუნთის დაზიანება შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის თითქმის ყველა დაავადებამ გამოიწვიოს. გულის კუნთში პათოლოგიური ცვლილებები აღმოცენდება გულის მანკის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების დროს.

მიოკარდიუმის ინფარქტის – გულის იშემიური დაავადების მწვავე ფორმის – დროს ვითარდება გულის კუნთის ნეკროზი. ჩამოთვლილ შემთხვევებში გულის კუნთის დაზიანება მეორეულია;
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გულის მანკის შემთხვევაში ეს არის წნევით ან სისხლის ჭარბი მოცულობით გულის გადატვირთვის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს – წნევით, ხოლო გულის იშემიური დაავადების დროს – გვირგვინოვანი სისხლძარღვებით გულის სისხლით მომარაგების დაქვეითების შედეგი.

გულის უკმარისობა ორი სახისაა: ქრონიკული, როდესაც დაავადების ნიშნები თანდათანობით იჩენს თავს და მწვავე, როდესაც უკმარისობა ერთბაშად ყალიბდება.

გულის ქრონიკული უკმარისობის ნიშნებია:

მოთენთილობა და სისუსტე, იოლად დაღლა – თუ ადრე ვარჯიში სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანს, ახლა მხოლოდ დისკომფორტს იწვევს;

ქვედა კიდურების შეშუპება, უპირატესად – ტერფისა და მუხლისა. სითხე მუცლის ღრუშიც შეიძლება დაგროვდეს, თუმცა ასეთი რამ მხოლოდ მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე უკმარისობის დროს ხდება;

ქოშინი ანუ დისპნოე, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს იჩენს თავს, ხოლო თუ უკმარისობა ძლიერია, მოსვენების დროსაც ვითარდება;

სწრაფი, არარეგულარული გულისცემა;

დღეს გასწავლით სამკურნალო ნაყენის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც გაიძლიერებთ გულს.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ყველა პროდუქტი ბუნებრივია, სწორედ ეს გვაძლევს იმის საბაბს, რომ ვთქვათ, ამ სასმელს არ გააჩნია უკუჩვენებები თუ დოზებს სწორად დაიცავთ.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ეს ინგრედიენტები:

ქიშმიში 2 ს. კ. ლიმონის ქერქი 2 ს. კ. ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ქიშმიში გარეცხეთ კარგად, გათალეთ ერთი ცალი ლიმონი და ქერქი წვრილად დაჭერით. გამზადებული პროდუქტები შეურიეთ ერთმანეთს ჭურჭელში და დაასხით ადუღებული წყალი. ნაყენს თავზე დაახურეთ სახურავი და თქვენთვის სასურველ ტემპერატურაზე მიირთვით. სამკურნალო ნაყენი მიიღეთ1/3 წილი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები