თაფლი, ფქვილი და კვერცხის გული: ნარევი რომელიც ამოიღებს მთელ ჭუჭყს ჭრილობიდან. აიცილეთ ინფექცია თავიდან უმარტივესი მეთოდით!

დღეს მე უნდა გაგიზიაროთ ერთი სასწაულმოქმედი რეცეპტი, რომელმაც დიდი ხნის წინ გადამარჩინა ორგანიზმში ინფექციის შეჭრისგან. მის მერე სულ ამ ნარევს ვიყენებ ჭრილობებზე, რათა თავიდან ავიცილო გართულებები. თუ დარტყმისგან ან დაცემისგან მიიღეთ ჭრილობა გირჩევთ თქვენც გამოიყენოთ ეს მალამო. ის  ამოიღებს მთელ ჭუჭყს ჭრილობიდან.

მისი მომზადება ძალიან მარტივია. მასში შემავალი ინგრედიენტები ყველას ოჯახში მოიძებნება.

ამ მალამოს შემადგენელი ინგრედიენტებია:

1 ჩ. კ. თაფლი, 1 ს. კ. და ცოტა მეტი ფქვილი, 1 ცალი უმი კვერცხის გული.

აი როგორ უნდა მოამზადოთ:

აიღეთ 1 ცალი კვერცხი გა გაყავით ცილა გულისგან. ამ შემთხვევაში ცილა არ გვჭირდება, მხოლოდ კვერცხის გული. მოათავსეთ იგი პატარა ზომის კონტეინერში და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სუფრის კოვზი ფქვილი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამის შემდეგ მიღებული ნარევი შეინახეთ მაცივარში.

როგორ უნდა გამოვიყენოთ მალამო ჭრილობაზე?

მიღებული მალამო წაისვით ჭრილობაზე და ზემოდან დააფარეთ ტუალეტის ქაღალდი. შეცვალეთ სახვევი ყოველ 3 საათში. თქვენ არ გჭირდებათ მისი შეცვლა ღამით. ფაქტიურად მეორე დღეს ჩირქი ყოველგვარი ტკივილის გარეშე იწყებს ამოსვლას. თუ ჭრილობა მტკივნეულია, მაშინ უბრალოდ მოაცილეთ ქაღალდი, წამლის მოწმენდის გარეშე, წაისვით ახალი ფენა.

აუცილებლად სანახავი:ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები