როგორ ავიცილოთ თავიდან მაღალი წნევა? ხალხური რეცეპტები წნევის დასარეგულირებლად!

დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ხალხური რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ მაღალი წნევის დაწევაში. მისი გამოყენებით წნევა ნორმალურ დონეს დაუბრუნდება.

ნატურალური რეცეპტები!
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გოგრა და ლიმონი.
2 ლიმონი, 1 კგ გოგრა, 1 კგ შაქარი. გოგრის რბილობი და ლიმონი ქერქთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ შაქარი, აურიეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამის წინ. შეინახეთ მაცივარში. შაქრის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ თაფლი.

ნიორი და ვაშლის სიდრი ძმარი.

1 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის სიდრი ძმარი, 200 მლ წყალი. ყოველ დილით უზმოზე მიირთვით დაჭრილი კბილი ნიორი ჭიქა წყალთან და ვაშლის სიდრი ძმართან ერთად.

ჭარხლის კვაზი.

1 კგ ჭარხალი, 2-3 ლიტრი წყალი, 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, თაფლი ან ლიმონი გემოვნებით. უმი ჭარხალი გახეხეთ წვრილად, ჩაყარეთ 3 ლიტრიან შუშის ქილაში, დაასხით თბილი ადუღებული წყალი, დაუმატეთ ვაშლის ძმარი, დააფარეთ მარლა, გააჩერეთ 2-3 დღე. დალიეთ 100 მლ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი ან ლიმონის წვენი გემოვნებით. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

ჭარხალი და თაფლის ნარევი.

200 გრ თაფლი, 300 მლ ჭარხლის წვენი. ჭარხლის წვენი დაასხით თხევად თაფლში, კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 ს. კ. 2-4 ჯერ დღეში ჭამის წინ.

იმედი გვაქვს ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტები დაგეხმარებათ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას.

აუცილებლად სანახავი:ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები