რეკომენდაციები კისრის ტკივილის დროს! გასათვალისწინებელია!
კისრის ტკივილები შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორის მთავარია:
- სამუშაო დღის განმავლობაში კისრის უხერხული მდგომარება;
— არასწორი ტანდეგობა, როდესაც ადამიანი მუდმივად თავჩამოშვებული დადის;
– კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზი.
სპეციალისტები გვირჩევენ მთელ რიგ მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება შევამციროთ ტკივილი კისრის მიდამოში ან საერთოდ განთავისუფლდეთ მისგან:
– გამახურებელი დაზელვები. ისინი იწვევენ კისრის მიდამოში სისხლის მოზღვავებას და ამცირებენ ან ხსნიან ტკივილებს;
– ცხელი შხაპი, სოლუქსი და საერთოდ ნებისმიერი სითბო აწყნარებს ტკივილს კისრის მიდამოში:
კისრის მიდამოში დაჟეჟილობის ან დარტყმის დროს ტკივილის შესამცირებლად საჭიროა დარტყმის ადგილზე ყინულის დადება (გააჩერეთ 2-3 წუთი).
ზოგჯერ კისრის ტკივილები მცირდება, როდესაც ადამიანს სძინავს, მაგრამ ლეიბზე, ბალიშის გარეშე;
მუშაობთ რა მანქანასთან, ეცადეთ დაიჭიროთ თავი სწორად, დროდადრო გააკეთოთ კისრის წრიული მოძრაობები. ასევე შეგიძლიათ მოიქცეთ კომპიუტერთან მუშაობის დროსაც. ასეთ შემთხვევაში უნდა ეცადოთ, რომ ეკრანი თქვენი თვალის დონეზე მდებარეობდეს;
-თუ კისერი გტკივათ, მაშინ ქუჩაში გასვლის დროს აუცილებლად მოიხვიეთ კაშნე, რადგანაც სიცივისაგან ტკივილები ძლიერდება;
- ისწავლეთ მოდუნება, ამაში მოსადუნებელი ვარჯიშები დაგეხმარებათ;
- არ დაგავიწყდეთ რომ ჯდომით კისერი იღლება. ამიტომ, თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, დროდადრო ადექით და იარეთ,
ტკივილისაგან თავის დასაღწევად შეიძლება გააკეთოთ რამოდენიმე უბრალო ფიზიკური ვარჯიში:
-თავის დახრა წინ და უკან. დახრა კეთდება ძალდატანებით და მაქსიმალური ამპლიტუდით;
-თავის ტრიალი სხვადასხვა მხარეს (ბოლომდე);
- დაიდეთ ხელისგული თავის ერთ მხარეს და დააწექით, რაც შეიძლება ძლიერად. ვარჯიში კეთდება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს;
– აიღეთ ხელში 2-3 კგ წონის ტვირთი. გაიშვირეთ ხელი წინ და აიჩეჩეთ მხრები. ვარჯიში შეასრულეთ 12-15-ჯერ.
წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.
აუცილებლად სანახავი:ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.