ერთი წლის განმავლობაში ყოველ დილით ვსვამდი თბილ წყალს ლიმონით და თაფლით (და აი რა გამოვიდა). საოცარი ტრანსფორმაციის ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

სულ რამდენიმე წლის წინ, ლიმონისა და თაფლის სასმელს მხოლოდ მაშინ ვსვამდი, როცა სიცივე ამიტანდა. ის იმდენად სწრაფად მკურნავდა. გადავწყვიტე გამომეყენებინა ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე. გაინტერესებთ რა შედეგი მივიღე? საოცარი..

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ეს მართლაც სასწაულმოქმედი რამაა:

1. მთელი წელი არასდროს მქონია არც გაციება, არც გრიპი, არც კუჭის აშლილობა. არასოდეს. მართალი გითხრათ, ყველაზე მეტად ამან დამაფიქრა. მთელი ცხოვრება მაწუხებდა ქრონიკული ტონზილიტი, გარდა ამისა, მე მხვდებოდა ნებისმიერი გრიპი ან გაციება, რომელიც ქალაქში დადიოდა. მე მყავს მრავალშვილიანი ოჯახი, რომელშიც ბევრია ყველა ასაკის ადამიანი და ვინმეს აუცილებლად ექნება ყველაზე მოდური ვირუსი ამ სეზონზე. მაგრამ იცი რა? მას შემდეგ, რაც დავიწყე ლიმონიანი თაფლის სასმელის დალევა, მე ყოველთვის ჯანმრთელი ვრჩებოდი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge2. ყავას აღარ ვსვამ და გავხდი

მას შემდეგ რაც თაფლიანი წყლის დალევა დავიწყე, აღარ ვსვამ ყავას. თუმცა მასზე ძალიან დამოკიდებული ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ და საერთოდ არ მიჭირს. ისევ ისე ენერგიულად ვარ. ეს ენერგია საღამომდე მიმყვება. კიდევ ერთი პლიუსი ისაა, რომ აღარ ვიღებ კოფეინირებულ სასმელს.

დილით ადრე ერთი საათი მაინც მჭირდებოდა საწოლიდან ასადგომად. ახლა… არა.

3. ჩემი ოჯახი ბევრად უფრო ჯანმრთელი გახდა – და ეს მომწონს.

მართალი გითხრათ, ყველაზე დიდი დრო დასჭირდა ჩემი ოჯახის დარწმუნებას, რომ უბრალო წყალს თაფლით და ლიმონით შეუძლია მათი გადარჩენა გაციებისა და გრიპისგან.

მაგრამ მას შემდეგ რაც რამდენჯერმე ვითამაშე მზრუნველი მედდის როლი და მათ ჩემი ჯადოსნური ელექსირი მივეცი დასალევად, ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მე არ ვხუმრობდი მის სარგებლობაზე. მათგან უცვლელად მესმოდა მსგავსი რამ „ვაი! უკვე უკეთ ვგრძნობ თავს!” – და ამან კიდევ უფრო გამიძლიერა სურვილი, გამეგრძელებინა ამ სასმელის ყოველ დილით დალევა.

ასევე ძალიან გამიხარდა იმის ცოდნა, რომ შემიძლია დავეხმარო მათ, ვინც მიყვარს ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტით.

ჩემი რეცეპტი

როგორც წესი, დილის სასმელის მოსამზადებლად ვიყენებ ნახევარი ლიმონის წვენს და 1 ჩაის კოვზ ნატურალურ, არა გამდნარ თაფლს, ამ ყველაფერს ვხსნი 1 ჭიქა ადუღებულ წყალში (ოდნავ გაცივებულ, მაგრამ საკმარისად ცხელ, რომ თაფლი გაადნოს) , რის შემდეგაც ვამატებ ცოტა ცივ წყალს, რომ ერთბაშად დავლიო მთელი ფინჯანი და დილით შევავსო წყლის მარაგი.

და როგორ მუშაობს ეს სასწაულებრივი სასმელი?

1. ხელს უწყობს სწორ მონელებას და გიცავთ საშარდე გზების დაავადებებისგან.

როდესაც ამ წამალს დილით ადრე იღებთ, ის ასტიმულირებს ნაწლავებს და ასევე ავსებს ორგანიზმის წყლის მარაგს, მათ შორის სწორ ნაწლავს (რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ყაბზობა). გარდა ამისა, ლიმონის წვენი მოქმედებს როგორც რბილი შარდმდენი საშუალება, ასუფთავებს თქვენს საშარდე გზებს და ხელს უწყობს სხვა ძირეული დაავადებების თავიდან აცილებას. და მე შემიძლია ვინმეს, ნებისმიერს დავფიცო, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა!

2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ამ სასმელის თითოეული კომპონენტი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. ლიმონის წვენი ხელს უწყობს ნაღვლის გამომუშავებას, რაც ნიშნავს, რომ თქვენს სხეულს შეუძლია უფრო სრულად დაშალოს რთული საკვები და გამოიყენოს ყველა ის საკვები ნივთიერება, რომლიდანაც ისინი შედგება. თაფლს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და გიცავთ ინფექციებისგან. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის ტოქსინების გაწმენდას. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – გეხმარებათ არ მოიმატოთ ცხიმი, რაც ასევე ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

3. სიტყვასიტყვით ანათებს ჯანმრთელობასა და სილამაზეს

ლიმონის წვენი დადებითად მოქმედებს თქვენს კანზე, ასევე იმის გამო, რომ ასტიმულირებს სისხლის ახალი უჯრედების გამომუშავებას, ხელს უწყობს მის გაწმენდას და განახლებას. გარდა ამისა, წყალში გახსნილ თაფლს აქვს აღმდგენი, ანტიბაქტერიული და გამამკვრივებელი თვისებები, რის წყალობითაც თქვენი კანი მუდამ ჯანსაღი და ელასტიური იქნება.

იმედია მოვახერხე სრულად გადმომეცა ჩემი თვალსაზრისი. ეს სასმელი სიცოცხლის ნამდვილი ელექსირია და ყველას ვურჩევ მას, ვისაც არანაირი უკუჩვენება არ აქვს.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Facebook კომენტარები