თუ გსურთ თქვენი სახის კანი 5 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, სცადეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ! ეფექტურია

იაპონელი ქალები საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ ბრინჯის სილამაზის უპირატესობებით. მათი სილამაზის საიდუმლო ბუნების ამ მარტივ საჩუქარშია.

ბრინჯი არის ლინოლეინის მჟავისა და სკალენის საოცარი წყარო, ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს უკანასკნელი ანელებს კანზე ნაოჭების წარმოქმნას და იცავს მას მზის უარყოფითი გავლენისგან.

ბრინჯი ასევე სავსეა ვიტამინით E და გამა-ორზინოლით, რომელიც ცნობილია გულის დაცვის უნარით და სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სამწუხაროდ, იაპონელების გარდა, ადამიანების უმეტესობამ არ იცის ეს ფაქტები. ბრინჯს ნამდვილად შეუძლია სასწაულების მოხდენა, როდესაც საქმე ეხება გაახალგაზრდავებას.

გთავაზობთ, გააკეთოთ ეს სუპერ მარტივი სახის ნიღაბი, რომელიც გააუმჯობესებს მის ფერს და არბილებს ნაოჭებს.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

3 სუფრის კოვზი ბრინჯი; 1 სუფრის კოვზი რძე და 1 სუფრის კოვზი თაფლი.

როგორ მოვამზადოთ? ეს არც თუ ისე რთულია:

მოხარშეთ და გადაწურეთ ბრინჯი. მაგრამ არ გადააქციოთ ბრინჯის ნახარში. ფაფას დაამატეთ სუფრის კოვზი თბილი რძე და 1 კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს. წაისვით ეს ნიღაბი სუფთა, მშრალ კანზე და გაიჩერეთ სახეზე, სანამ მთლიანად არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოხარშეთ.

ბრინჯის წყალს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ის ატენიანებს კანს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. ეს წყალი ასევე ხელს უწყობს ასაკობრივი ლაქების მოცილებას და კანის ანთებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ მზის აბაზანების მიღებამდეც: ატენიანებს კანს და იცავს მას ახალი ნაოჭების წარმოქმნისგან.

ოპტიმალური შედეგისთვის რეკომენდებულია ბრინჯის ნიღბის წასმა კვირაში ერთხელ მაინც. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე და 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებით.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები