გოგრის სასარგებლო თვისებები. გოგრის სმუზი ჭიების წინააღმდეგ

ბევრ ჩვენგანს ბავშვობიდან გვეუბნებოდნენ, რომ თუ გოგრის ფაფას ვჭამთ, ჯანმრთელები და ძლიერები გავიზრდებით. და ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუა აბსოლუტურად მართლები იყვნენ!

ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი სასარგებლო თვისება აქვს ჩვეულებრივ გოგრას. იგი არა მხოლოდ ასუფთავებს სისხლძარღვებს ქოლესტერინისაგან, არამედ  ამცირებს სისხლში შაქარს. გოგრას გამოაქვს ორგანიზმიდან ყველა ტოქსინი, მავნე მიკროორგანიზმებთან ერთად!

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გოგრის სარგებელი

გოგრა კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. როდესაც შეიტყობთ ამ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებს, გაგიჩნდებათ სურვილი უფრო ხშირად მოამზადოთ ის თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. გოგრისგან ბევრი მარტივი და გემრიელი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. მოხარშეთ, მიირთვით ზომიერად და განიკურნეთ თქვენი ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებისგან.

გოგრის წვენი დადებითად მოქმედებს კუჭზე მჟავიანობის მაღალი დონის მქონე გასტრიტის დროს. გასაოცარია, რომ ამ წვენს გაციების სამკურნალოდ იყენებენ.

ეს პროდუქტი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

გოგრა ორგანიზმს ამარაგებს C და B ვიტამინებით, ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს , კალციუმს, კაროტინს, რკინას და სპილენძს.

გოგრა შეიცავს თუთიის მარილებს და E ვიტამინს, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს.

ჭარბ წონასთან ბრძოლა გოგრის დახმარებითაც შეგიძლიათ. ეს არის 90% წყალი. და ასევე დაბალკალორიული. მხოლოდ 23 კკალ 100 გრ პროდუქტზე.

ამ უგემრიელეს ბოსტნეულს შეუძლია გააძლიეროს თქვენი იმუნური სისტემა. ამიტომ სასურველია შემოდგომაზე დაეყრდნოთ მას.

გოგრის წვენი ზრუნავს კბილის მინანქარზე, ამაგრებს მას. არ არის საჭირო კბილების გაფუჭების შიში, თუ ამ სასმელს ხშირად სვამთ.

გოგრის თესლი ნაზად აშორებს ორგანიზმს ჭიებს და სხვა ნაწლავის პარაზიტებს. ღამით მიირთვით 100 გრ გოგრის თესლი თაფლით. დილით დალიეთ 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი.

ღვიძლის ეფექტურად გასაწმენდად, ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ, გამოიყენეთ გოგრა თაფლით.

აიღეთ პატარა გოგრა, გაასუფთავეთ გარედან. ზემოდან მოაჭერით თავი და ამოიღეთ თესლი. შემდეგ ჩაასხით მასში თაფლი, შიგთავსი ოდნავ მოურიეთ და დააფარეთ ამოჭრილი ნაწილი. გაჭრილი ხაზები ცომით დააწებეთ. გოგრა მოათავსეთ ბნელ ადგილას. ტემპერატურა ოდნავ დაბალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე, 10 დღის შემდეგ წამალი მზად არის. დალიეთ სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მიიღეთ 20 დღის განმავლობაში.

ნაწლავის ფუნქციის გასაუმჯობესებლად

აიღეთ დაახლოებით 150-170 გ მასის წითელი გოგრა, გააცალეთ კანი. ამოიღეთ თესლი. რბილობი დავჭრათ პატარა კუბებად. შეწვით ტაფაში დარბილებამდე. დადეთ ჭურჭელზე, ზემოდან მოასხით თაფლი და მოაყარეთ თქვენი საყვარელი თხილი.

უძილობისა და სტრესის მოსახსნელად, ძილის წინ დალიეთ გოგრის რბილობი თაფლთან ერთად.

გოგრის სმუზი ჭიების წინააღმდეგ

უმი გოგრის თესლი კარგად ეხმარება ჭიების წინააღმდეგ. პარაზიტების პრევენციისა და თავიდან ასაცილებლად, ყოველ დილით მიირთვით გოგრის თესლი. უმი გოგრის წვენი ასევე შეუდარებელი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებაა.

ინგრედიენტები

100გრ გოგრა, 1 ს. კ. წყალი.

მომზადება

გაფცქვენით და დაჭერით უმი გოგრა ნაჭრებად. კარგად ათქვიფეთ ბლენდერში წყალთან ერთად. მიირთვით უმი გოგრის სმუზი ყოველ დილით უზმოზე 14 დღის განმავლობაში. ჭიები სწრაფად გაქრება!

ასევე, ეს სასწაულმოქმედი კოქტეილი ხელს შეუწყობს ორგანიზმში მეტაბოლიზმის დაჩქარებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

სამწუხაროდ, გოგრის გამოყენება არ შეიძლება დიაბეტის , წყლულისა და დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები