ალბათ ეს სამკურნალო მცენარე ყველას გაქვთ ოჯახში. გაიგეთ მეტი  მისი სამკურნალო თვისებების შესახებ! 

ბარაქის ხე, ანუ ფულის ხე, მცენარეა, რომელიც თითქმის ყველას აქვს სახლში. ზოგს იზიდავს მისი გარეგნობა, ზოგს მიაჩნია, რომ მას შეუძლია ფულის მოზიდვა სახლში.

მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მას შეუძლია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გავლენა მოახდინოს. მისი სამკურნალო თვისებები დაგეხმარებათ მრავალი დაავადებისგან თავის დაღწევაში, რადგან მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ბაქტერიციდული თვისებები.

  1. ბარაქის ხის ფოთლებით თქვენ შეგიძლიათ იმკურნალოთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა: დამწვრობა, სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა, ჭრილობები,  აბსცესები. ამისათვის აიღეთ ბარაქის ხის ფოთოლო, გარეცხეთ კარგად, გააცალეთ კანი და დაიდეთ კანის დაზიანებულ ადგილზე, შემდეგ კი დაამაგრეთ ბინტით. გაშრობის შემთხვევაში შეცვალეთ ფოთოლი – 2-3 საათის შემდეგ.
იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

2. ართრიტი, ართროზი

ასეთ დროს ბარაქის ხის 10-15 ფოთოლი გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ დაჭერით წვრილად, მოათავსეთ სუფთა ნაჭერზე და გამოწურეთ წვენი. მიღებული წვენით ძილის წინ შეზეთეთ სახსრები.

3. ანგინა, ტონზილიტი

გამოწურეთ წვენი 10 ფოთლიდან და გახსენით 200 მლ წყალში. მიღებული ხსნარი გამოივლეთ ყელში დღეში 3-5-ჯერ.

4. ტუჩებზე ჰერპესის დროს

გამოწურეთ ბარაქის ხის ფოთლებისგან წვენი და წაისვით დაზიანებულ ადგილას ყოველ 30 წუთში.

5. პეპტიური წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

ასეთ დროს სასარგებლოა ყოველ დილით ჩაღეჭოთ ბარაქის ხის 1 ფოთოლი.

6. პიელონეფრიტი, ცისტიტი

დაჭერით ბარაქის ხის 5 ფოთოლი და დაასხით მას 200 მლ ცხელი წყალი. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ წამალი 1 ს. კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში.

7. ბუასილის დროს

გარეცხეთ ბარაქის ხის ფოთოლი და მიამაგრეთ დაზიანებულ ადგილას. ის მაშინვე დაგეხმარებათ.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები