გამოიყენეთ კალენდულას ნახარში ღვიძლის დაავადების დროს!

ღვიძლი ყველაზე დიდი საჭმლის გადამამუშავებელი ჯირკვალია (მისი წონა დაახლოებით 1,5კგ-ია). ის მონაწილეობს გაცვლით პროცესებში, სხვადასხვა ნივთიერების დაგროვებაში, ნაღვლის გამომუშავებაში, რომელიც ცხიმების გადამუშავებას უწყობს ხელს.

ღვიძლის ფუნქციებიდან შეიძლება აღვნიშნოთ:

– სითბოს მილიტარიზაცია. ღვიძლს ყველაზე მაღალი ტემპერატურა აქვს ორგანიზმში: 40°C;

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

– მავნე ნივთიერებების მოცილება ორგანიზმიდან;

- საჭმლის მონელებაში მონაწილეობა. წვრილ ნაწლავში დაქუცმაცებული საკვები
ნივთიერებები ღვიძლში ხვდება, რომელიც მათ ორგანიზმისთვის სასარგებლო ან უბრალოდ უვნებელ ნივთიერებებად გადაამუშავებს;

- ნაღვლის გამომუშავება და გამოყოფა, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების შეწოვას წვრილ ნაწლავში და მარილმჟავას ნეიტრალიზაციას;

— სისხლში შაქრის (გლუკოზის) შემცველობის რეგულირება და ზედმეტი გლუკოზის შენახვა;

— საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და რკინის დაგროვება.

ღვიძლი ასუფთავებს სისხლს სისხლის წითელი უჯრედების ნარჩენებისგან. თუ ღვიძლი ქვებითაა სავსე, თუნდაც პატარებით, მაინც ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ორგანიზმი
იტანჯება. ღვიძლის გაწმენდა ნაწლავის გაწმენდით უნდა დაიწყოთ, შეკრულობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, ღვიძლიდან წიდები ადვილად გამოვიდეს და არ გახდეს ნაწლავის ხელმეორე ინტოქსიკაციის მიზეზი. შიმშილი ვერ გაწმენდს ღვიძლს. ღვიძლის დაავადებების დროს წამლის მიღების საუკეთესო დრო დილაა, გაღვიძების დრო, წყლის პროცედურების მიღებამდე.

ღვიძლი უფრო აქტიურია ღამის 1-დან 3 სთ-მდე. მის პრობლემურობაზე მეტყველებს ყელის სიმშრალე, ტკივილი მარჯვენა ფერდში, ვერ დახრა. ღვიძლის მუშაობის გასაუმჯობესებლად მეტი ხილი უნდა მიირთვათ.

ღვიძლის დაავადების დროს კარგია დალიოთ ნახარში, რომლის მთავარი ინგრედიენტია კალენდულა.

მომზადება და მიღება

ღვიძლის ანთებითი პროცესის დროს 1 ლ მდუღარე წყალში მოხარშეთ 40 გრ კალენდულას გამხმარი ყვავილები ან მთელი მცენარე და მთლიანად დალიეთ დღის მანძილზე 3 დალევაზე.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია