ხალხური რეცეპტები წელის ოსტეოქონდროზის დროს. გამოიყენეთ, ამან შეიძლება საბოლოოდ გაგიქროთ აუტანელი ტკივილები!

ხერხემლის პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელებულია წელის ოსტეოქონდროზი.

დაავადება იწვევს ტკივილს და სპაზმს. თუმცა, შესაძლებელია მტკივნეული სიმპტომების ეფექტურად შეჩერება დადასტურებული ხალხური მეთოდების გამოყენებით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ხალხური რეცეპტები წელის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ

ტრადიციული მედიცინის მოქმედება მიზნად ისახავს ტკივილის შემსუბუქებას და კუნთების დაძაბვის აღმოფხვრას. ამისთვის მედიკამენტები მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

• აიღეთ 1 ს. კ. სვიის გირჩების ფხვნილი, აურიეთ 1 ს. კ. ნაღების კარაქში. მიღებული მალამო შეიზილეთ მტკივან ადგილებში.

• წელის ოსტეოქონდროზის დროს რეკომენდებულია თანაბარი პროპორციით აღებული
პირშუშხას წვენისა და არყის ან სპირტის ნარევით წელის მიდამოს შეზელვა. შეზელვის შემდეგ წელი უნდა შეიხვიოთ თბილი შალის ქსოვილით 1 სთ.

• აიღეთ 250 გრ სამედიცინო ნაღველი, 160 გრ ქაფურის სპირტი და 5-6 პარკი დაფქვილი წითელი მწარე წიწაკა. ყველა ეს კომპონენტი აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ მუქ ბოთლში. დაახურეთ სახურავი და შეინახეთ ბნელ ადგილას 7 დღე. დაასველეთ ამ ნარევში რბილი ტილოს ნაჭერი (სინთეტიკური მინარევის გარეშე), გაწურეთ. ქსოვილი უნდა იყოს სველი, მაგრამ არ უნდა წვეთავდეს. კომპრესი დაიფინეთ ზურგზე, ზემოდან ქსოვილი დაფარეთ მუშამბით, შემდეგ პოლიეთილენით, ბამბის ფენით. გარედან შემოიხვიეთ დოლბანდი კომპრესის სახით, სხეულის ირგვლივ. პროცედურა
გრძელდება 2 საათი.

• ტილოს რბილი ნაჭერი (არასინთეტიკური) დაასველეთ ნავთში, გაწურეთ. ქსოვილი უნდა იყოს სველი, მაგრამ ნავთი არ უნდა წვეთავდეს. ერთი მხრიდან გასაპნეთ სარეცხის საპნით ისე, რომ წარმოიქმნას საპნის მბრწყინავი ფენა. ეს აპლიკატორი დაიფინეთ ზურგზე, მაგრამ არა გასაპნული მხრიდან. ქსოვილის ზემოდან დაიფინეთ პოლიეთილენი, ბამბის ფენით და დოლბანდით სხეულის ირგვლივ გაიკეთეთ კომპრესის ტიპის ნახვევი.

• აურიეთ ერთმანეთში 100 გრ თაფლი, 50 გრ ალოე და 150 მლ არაყი. დააყენეთ 3-4 დღე. გამოიყენეთ კომპრესისათვის.

• გახეხეთ სახეხზე რამოდენიმე თავი ხახვი და ეს მასა დაიდეთ ბეჭებს შორის, დაიფინეთ
კომპრესის ქაღალდი, შემდეგ თბილი ქსოვილი. კომპრესი გააჩერეთ 1-3 საათი. ასეთი კომპრესი უნდა გაიკეთოთ კვირაში 4-5 ჯერ. კურსი 3-4 კვირა.

• გარეცხეთ და გახეხეთ სახეხზე ან გაატარეთ ხორცსაკეპში 100 გრ ადამის ფესვი (ჩვეულებრივი თამუსი), დააყენეთ იგი 500 მლ არაყზე 7 დღის განმავლობაში, ბნელ ადგილას. მზა ნაყენით დაიზილეთ საჭიროებისამებრ მტკივნეული ადგილები ერთხელ დღეში, ხმარების წინ ნაყენი აუცილებლად უნდა შეანჯღრიოთ.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Facebook კომენტარები