მოამზადეთ ანთების საწინააღმდეგო ბალზამი ალოეს წვენითა და თაფლით

ამ სტატიაში გვინდა გასწავლოთ ანთების საწინააღმდეგო ბალზამის რეცეპტი, რომლის  მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ორი ინგრედიენტი, რომელიც ალბათ ყველა ოჯახში მოიპოვება.

ეს ინგრედიენტებია:

6ს.კ.თაფლი და 2 ს. კ. ალოეს წვენი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მომზადება.

მოჭერით ალოეს ქვედა ფოთლები, გარეცხეთ კარგად, გააშრეთ, გააჩერეთ ბნელ და გრილ ადგილას 3 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, ფოთლები დააქუცმაცეთ ძალიან წვრილად და წვენი გამოწურეთ ხელის წვენსაწურით (თუ წვენსაწური არ გაქვთ მაშინ შეგიძლიათ დაქუცმაცებული ალოე მოათავსოთ რამდენიმე ფენად მოკეცილ სუფთა მარლაზე და ისე გამოწუროთ წვენი). ამის შემდეგ კი ერთმანეთს შეურიეთ ალოეს წვენი და თაფლი, კარგად აურიეთ.

მიღება.

ამ სამკურნალო ნარევით დილით უზმოზე დაიზილეთ ნუშისებრი ჯირკვლები ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში, შემდეგი 2 კვირა ეს დღეგამოშვებით გააკეთეთ.

შეიძლება გამოიყენოთ ახალი ნარევი თითო ჩაის კოვზი ჭამამდე ერთი თვის განმავლობაში ანგინის, ხორხის დაავადებების და სხვა დაავადებების დროს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ზოგად გამაძლიერებელი საშუალება.

აუცილებლობის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 7-10 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები