გამოიყენეთ ასკილის ნახარში გრიპის დროს. მე მას ყოველთვის ვიყენებ, როცა სურდო მეწყება

მოგეხსენებათ ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც ჩვენი იმუნიტეტი მკვეთრად ეცემა, რაც ძალიან კარგ გარემოს უქმნის ვირუსებს დაეუფლონ ჩვენს ორგანიზმს. მე ასეთ დროს ყოველთვის ვიყენებ ასკილის ნახარშს. ის ძალიან სასიამოვნო დასალევია და ამავდროულად ძალიან სასარგებლო. გირჩევთ თქვენც გამოიყენოთ, რათა თქვენმა ორგანიზმმაც შეძლოს სათანადოდ გამკლავება ვირუსებთან.

ნახარშის მოსამზადებლად თქვენ უნდა გამოიყენოთ:

5 ს. კ. ასკილი, 1 ლიტრი ცივი წყალი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მომზადება:

ასკილის გამხმარი ნაყოფი დანაყეთ, დაასხით ცივი წყალი. დადგით ცეცხლზე, ადუღეთ 10 წუთი. დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ შეფუთული 8 – 10 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გაწურეთ.

მიღება.

სვით თაფლთან, მურაბასთან ან შაქართან ერთად ადრე დილიდან დაწყებული თითო ჭიქა ყოველ 2-3 საათში, 1 დღის განმავლობაში. შეიძლება ნახარში უფრო სქელი გააკეთოთ. სასურველია ამ დღეს არაფერი ჭამოთ. ასკილის ყოველი მიღების შემდეგ პირი წყლით გამოირეცხეთ, რომ მჟავამ კბილები არ დააზიანოს.

სასურველია გრიპის დროს, სვათ ასკილი ერთი კვირის განმავლობაში და თანდათან შეამციროთ მისი მიღება.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია