გამოიყენეთ ხალხური რეცეპტები სისხლძარღვების გასაწმენდად და მათი ელასტიურობის აღსადგენად!

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რიგი დაავადების დროს, დაწყებული კისრის ოსტეოქონდროზიდან – ათეროსკლეროზით დამთავრებული.

ტვინის სისხლძარღვების რეგულარულად გაწმენდა, თავის სიმძიმის და ტკივილისგან გაგათავისუფლებთ, გონებას გაგინათებთ და ხასიათს გამოგისწორებთ.

აქ წარმოდგენილია სისხლძარღვების გასუფთავების 5 უმარტივესი მეთოდი. მნიშვნელობა არა აქვს, რომელს აირჩევთ, ყველა შემოწმებული და ერთნაირად ეფექტურია.

1. თაფლი და ნიგოზი.

ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ 5 კაკლის გული , დაამატეთ 1 ს. კ. ცაცხვის თაფლი და კარგად აურიეთ > დაამატეთ 1 მწიკვი დარიჩინი და 1 მწიკვი კოჭა (ორივე დაფქული) > კარგად შეურიეთ ერთმანეთს და 24 სთ. მოათავსეთ მაცივარში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ – 1 ს. კ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2. თაფლი და ხახვის წვენი.

1/2 ჭიქა ხახვის წვენს შეურიეთ 1 ჭიქა ნატურალური თაფლი. მიიღეთ 1 დესერტის კოვზი, 15 წუთით ადრე, ყოველი ჭამის წინ. შეგიძლიათ, დააყოლოთ ცოტა წყალი. ეს სამკურნალო და გემრიელი საშუალება — არა მარტო ტვინის, ყველა სისხლძარღვის საუკეთესო გამწმენდია. გარდა ამისა, ის ორგანიზმის იმუნურ სისტემასაც აძლიერებს.

3. კამის თესლი და თაფლი

1 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით თერმოსში გააჩერეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღე-ღამეში 5-7-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

4.ლიმონი და ნიორი

სახეხზე გახეხეთ ერთი ლიმონი და ერთი თავი ნიორი, დაასხით 1,5 ლ ადუღებული და გაცივებული წყალი, 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და სვით უზმოზე 50-50 გრამი.

5. ნიგოზი და ლიმონი

აიღეთ 300 გრამი ნიგოზი, გარგარის ჩირი, ჩამიჩი და 2 ლიმონი. გაატარეთ ხორცსაკეპში და შეურიეთ 300 გ თაფლი. მიირთვით 2 ჩაის კოვზი დღის ნებისმიერ დროს, ვიდრე მასა არ გათავდება. ნარევი მაცივარში უნდა ინახებოდეს.

სისხლძარღვთა გასაწმენდად განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი, რომელსაც ამავე დროს ძლიერი ანტისეპტიკური, დეზინტოქსიკაციური (ტოქსინებისგან გამწმენდი) და სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) მოქმედებაც აქვს.

Facebook კომენტარები