საუკეთესო მცენარეული საშუალებები თირკმლის ქვების მოსაშორებლად! ეფექტურია!
თირკმელებში ქვების არსებობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ადამიანები აწყდებიან. რა არის მათი არსებობის მიზეზი? როდესაც თირკმელები ვერ ამუშავებენ ტოქსინებს, ისინი იწვევენ ნედლი მინერალების ან ქვების კრისტალიზაციას.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი ბუნებრივი საშუალება არსებობს. ჩვენ ამ სტატიაში გაგაცნობთ საუკეთესო მცენარეულ საშუალებებს თირკმელებში ქვების მოსაშორებლად.
ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და ვაშლის ძმარი
ეს კომბინაცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ამ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად. შეურიეთ 60 მლ ზეითუნის ზეთი და 60 მლ ლიმონის წვენი. მთელი ოდენობის მიღების შემდეგ დალიეთ 350 მლ წყალი.
ნახევარი საათის შემდეგ გაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი 350 მლ წყალში და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ კი დალიეთ ნარევი. თქვენ შეგიძლიათ დალიოთ ეს წამალი ყოველ საათში, სანამ თავს უკეთესად იგრძნობთ.
მოცვის ჩაი
სასარგებლოა თირკმელებისა და შარდის ბუშტის პრობლემების დროს, ამ ჩაის შეუძლია გაასუფთავოს საშარდე გზები, შეამციროს ინფექცია და შეაჩეროს ტკივილი. რეკომენდებული დოზაა 500 მლ დღეში თირკმელების კენჭებით დაავადებული ადამიანებისთვის.
ნიახური
კიდევ ერთი ბოსტნეული, რომელიც კარგია მთელი საშარდე გზების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არის ნიახური. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიახურის ჩაი.
რეჰანი
დადებითად მოქმედებს თირკმელების ჯანმრთელობაზე. თუ თირკმლის ქვები გაქვთ, დალიეთ ერთი ჩაის კოვზი რეჰანის წვენი ცოტაოდენი თაფლით.
აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.