დაირეგულირეთ სისხლში შაქრის დონე სახლის პირობებში. თუ დიაბეტი გაწუხებთ, ეს უნდა იცოდეთ!

40 წლისას საყვარელი საქმისთვის თავის დანებება და შინ დაჯდომა მომიწია. ამან
ძლიერ იმოქმედა ჩემზე და რამდენიმე თვეში შაქრიანი დიაბეტის პირველი სიმპტომებიც გამომაჩნდა. სამედიცინო დაწესებულებას დროულად მივაკითხე.

საბედნიეროდ, II ტიპის დიაბეტი აღმომაჩნდა, რომლის მკურნალობაც ძირითადად ცხოვრების წესის კონტროლსა და განსაზღვრულ რეკომენდაციათა დაცვას ითვალისწინებს.

მთავარი სისხლში შაქრის დონის კონტროლი იყო, ამიტომაც ნაცნობ ფიტოთერაპევტს ვთხოვე, რაიმე მცენარეული რეცეპტი მოეცა, რომლითაც შაქარს ქიმიური პრეპარატების გარეშე მოვიწესრიგებდი.

მან მართლაც მომცა რამდენიმე ასეთი რეცეპტი, რომელთა დახმარებითაც აგერ უკვე წელია წარმატებით ვიწესრიგებ სისხლში შაქრის დონეს.

მაისის მეორე ნახევარში ფესვიანად ამოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქი, ასე 18-20 ცალი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვები გაფხიკეთ და ეს ყველაფერი კარგად გარეცხეთ.

შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის
ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. წვენი 4-5 დღით სიბნელეში დადგით, შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არ გააყოლოთ) და შეურიეთ სპირტი ასეთი თანაფარდობით: 2 ჩაის ჭიქა წვენი 100 გრამ სპირტზე. წამალი მზადაა.

მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო წვეთი მოუმატეთ, სანამ 15 წვეთს არ გაუტოლდება. თუ ორგანიზმი კარგად აიტანს, შეგიძლიათ, 25 წვეთამდეც გაზარ-
დოთ.

დოზის მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, შემდეგ კურსი ისევ გაიმეორეთ, შემდეგ ისევ შეისვენეთ და ისევ განაგრძეთ მკურნალობა. ამ ხნის განმავლობაში შაქრის დონე ისე დასტაბილურდება, რომ 3 თვე მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ, 3 თვის შემდეგ კი შაქრის დონის შესაბამისად გადაწყვეტთ, აუცილებელია თუ არა მკურნალობა.

აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი, კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში და
ხარშეთ ნელ ცეცხლზე. კარგად რომ მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ულუფად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.

10 თავი ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დაკეპეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, გაყავით ორად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია