ნივრის კანი გასაოცარი მკურნალია – ნახეთ რა შეუძლია!

ხალხური მედიცინის თითქმის ყველა კრებულში უხვად არის ნივრისგან დამზადებული წამლების რეცეპტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ეცოდინება, რომ ნიორზე არანაკლებ სასარგებლოა მისი ნაფცქვენი.

ზოგი რამით აღემატება კიდეც ნიორს, კერძოდ, შეიცავს გაცილებით მეტ პექტინს, რომელსაც ორგანიზმიდან მძიმე ლითონთა მარილების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და ქოლესტერინის ნარჩენების გამოძევება შეუძლია.

ნივრის ქერქს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

დაფხვნილი ნაფცქვენი სასარგებლოა, თუ მარილივით მოაყრით სხვადასხვა კერძს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიც არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მძიმე ლითონთა მარილებით ინტოქსიკაცია.

ასევე კარგია გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, გაზაფხულზე დასუსტებული იმუნიტეტის მოსაძლირებლად და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნივრის ქერქის დადებითი ეფექტი დიარეისა და კვებითი მოწამვლის დროს.

საკმარისია, მიიღოთ დღეში თითო ჩაის კოვზის ოდენობით და პრობლემაც ორიოდე დღეში გაივლის.

ნივრის ქერქის ნაფხვენის დამზადება ადვილია:

მოაცალეთ ნიორს ჭუჭყიანი გარეთა ფენა, მომდევნო ფენა კი მოაგროვეთ, გააშრეთ, გაახმეთ და ჩვეულებრივ ყავის საფქვავში დაფქვით.

გახსოვდეთ:

დიდი ოდენობით მისი მიღება ყაბზობას იწვევს. მიღება უნდა დაიწყოთ ფრთხილად, თანდათანობით, მაქსიმუმი დღეში 1 ჩაის კოვზია.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები