დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა გულის აჩქარება. ბოლოს ხალხური მედიცინის რეცეპტებით გავუმკლავდი მას! თუ თქვენც გაწუხებთ ეს პრობლემა გირჩევთ სცადოთ!

არ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის წამალიც ხალხური მედიცინის წიაღში არ მოიპოვებოდეს.

ამ მხრივ არც გულის ფრიალი და მისი რიტმის ცვლილებაა გამონაკლისი. ხალხური მედიცინა ამ დროს უმთავრესად კატაბალახას ფესვებს, კუნელის ნაყოფს, შავბალახას, პიტნას, კრაზანასა და ბარამბოს გვთავაზობს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

არსებობს როგორც ამ მცენარეთა ნაკრებისგან შექმნილი, ისე თითოეული მათგანის საფუძველზე დამზადებული ნაყენები და ნახარშები.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის რეცეპტს:

კუნელი

2-2 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, შავბალახას და ბარამბოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 3 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ეს ნაყენი ტონუსს მატებს გულის კუნთს, შველის არითმიას და ტაქიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას.

10 გ კუნელის ხმელ ყვავილს დაასხით 100 გ არაყი და 21 დღით დადგით ბნელ, გრილ
ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 7-7 წვეთი, თბილ წყალში გახსნილი. ჩვენებები იგივეა, რაც წინა შემთხვევაში.

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის კამის თესლი, ცაცხვის, კუნელის, კალენდულას ყვავილები და შვრიის ღერო. 5 გ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, 3 საათით გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ნაყენების მიღება 2-3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.

დინდგელის 30%-იან ნაყენს შეურიეთ კუნელის წვეთები თანაფარდობით 1:1, მიიღეთ 30 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა.

კრაზანა, კატაბალახა და ღიღილო

გულის აჩქარებისას ერთმანეთში აურიეთ თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი და კა-
ტაბალახას ფესვი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, გააჩერეთ 3 საათით, შემდეგ შედგით ცეცხლზე და 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

გულის ფრიალის დროს 1-2 ჩ/კ ლურჯ ღიღილოს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი და 1 საათით გააჩერეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10–15 წუთით ადრე.

შავი ბოლოკი

აიღეთ რამდენიმე ცალი შავი ბოლოკი და გახეხეთ, მიღებული ფაფა კარგად გაწურეთ
დოლბანდში. წვენს შეურიეთ იმავე ოდენობის თაფლი.

მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. შავ ბოლოკს მრავალმხრივი
ფარმაკოლოგიური მოქმედება ახასიათებს, რაც სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერების შემცველობით აიხსნება. კერძოდ, ეს ბოსტნეული შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს.

გაითვალისწინეთ:

მისი მიღება არ შეიძლება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია