ბებიას რეცეპტი დაღლილობისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად!

ბებიაჩემი 93 წლისა გარდაიცვალა და ბოლომდე სხარტი გონება და არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ერთხელ არდადეგებზე მასთან ჩავედი. გამოცდები ახალი ჩაბარებული მქონდა და გადაღლილ-გამოფიტული ვიყავი.
მაშინ ბებიამ მითხრა, თუ ახლავე არ დაიწყე მეხსიერებაზე ზრუნვა, სიბერეში გვიანი იქნებაო და მასწავლა კიდეც საოცარი საშუალება.
@media screen and (max-width: 992px) {
.avia-banner .desktop{
display:none!important;
}
}
@media screen and (min-width: 992px) {
.avia-banner .mobile{
display:none!important;
}
}
თურმე თავადაც სვამდა და შვილებისთვისაც ურჩევია, მაგრამ რატომღაც ყური არ დაუგდეს. მე კი ვენდე ბებიას და დღემდე ვასრულებ მის დანაბარებს.
აი შედეგიც: როგორც არ უნდა ვიყო, გონება ყოველთვის შესანიშნავად მიმუშავებს.
40 გ ნიორს დაასხით 100 გ არაყი ან სპირტი და მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში.
უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ დაუმატოთ პიტნის წვეთები. მიიღეთ 10 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი 2 საათი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ამ ენერგიის მომგვრელი ჩაის დალევა განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში შეიძლება. ასე რომ, სვით ასფურცელას ნაყენი და დაღლილობა ვეღარაფერს დაგაკლებთ.
თუ დაღლილობამ მეხსიერებასაც შეუტია, ქერი და ახალგაღვივებული ხორბალი გამო-
გადგებათ.
უნდა აიღოთ დაახლოებით 100 გრამი ქერი, დაასხათ 300 მლ წყალი და კარგად მოხარ-
შოთ, გადაწუროთ და ნახარშს დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი.
ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად და დილა-საღამოს სვათ. ამის პარალელურად ახალ-
გაღვივებულ ხორბალს უნდა მოაჭრათ მწვანე ღეროები და დღეში რამდენჯერმე მიირთვათ. ასე უნდა განაგრძოთ ორი კვირა.
მეხსიერების სწრაფ აღდგენას ასეც შეუწყობთ ხელს:
აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის სტაფილო და გახეხეთ წვრილად, დაახლოებით 100-150 გრამი რომ გამოვიდეს. დაასხით ბლომად მზესუმზირას ზეთი. მიღებული მასა გაყავით ორად.
ნახევარი მიირთვით დილით, უზმოზე, ნახევარი კი სამხრის დროს, ცარიელ კუჭზე.
მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა. სტაფილოთი მკურნალობა აკრძალულია მათთვის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება აქვს.




























