დაამარცხეთ სეზონური ვირუსი ამ უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკით!

რეცეპტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, უბრალოდ უნდა ჩაინიშნოთ, რადგან გრიპის და გაციების სეზონია და ის ადრე თუ გვიან მაინც დაგვჭირდება. გამოიყენეთ იგი და მოირჩინეთ ვირუსი სწრაფად.

ამინდის უეცარი ცვლილებები გაციებისა და გრიპის დიდი მიზეზია. მაგრამ ნუ ინერვიულებთ, ჩვენ შემოგთავაზებთ ბუნებრივ ანტიბიოტიკს, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნურ სისტემას, კლავს ბაქტერიებსა და პათოგენებს. სინთეზური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ აფთიაქებში, ეს წამალი არ იწვევს გვერდით მოვლენებს საჭმლის მონელებასა და ნაწლავის მიკროფლორაზე და სრულიად უსაფრთხოა გამოსაყენებლად.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კურკუმა შეიცავს კურკუმინს, პოლიფენოლს, აქტიურ ინგრედიენტს, რომელსაც აქვს 150-ზე მეტი თერაპიული თვისება, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო, კიბოს საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

თაფლისა და კურკუმას მოხმარება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ზრდის ნაწლავებში კარგი ბაქტერიების რაოდენობას.

საჭირო ინგრედიენტებია:

100 გრ ნატურალური თაფლი, 1 სუფრის კოვზი დაფქული კურკუმა.

მომზადება:

აურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა ჩაასხით სუფთა მინის ქილაში.

როგორ გამოვიყენოთ ეს წამალი?

როგორც კი შეამჩნევთ გაციების ან გრიპის პირველ სიმპტომებს, მიიღეთ წამალი შემდეგნაირად:

პირველი დღე – მიიღეთ წამლის ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ საათში.

მეორე დღე – მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ ორ საათში.

მესამე დღე – მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ.

მიზანშეწონილია წამალი დაუყოვნებლივ არ გადაყლაპოთ, არამედ დატოვოთ იგი პირში, რომ პირში ჩადნეს. ბევრი ამბობს, რომ ამ წამლის მიღებიდან სამი დღის შემდეგ ყველა სიმპტომი ქრება. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ის თბილ რძეში ან ჩაიში უფრო ადვილი მოხმარებისთვის.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები