რატომ უნდა მიირთვათ შვრიის ფაფა ყოველდღე?
ყველამ ვიცით, რომ საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. ბევრი სამედიცინო ექსპერტი და დიეტოლოგი გვირჩევს საუზმისთვის ხილისა და სხვა ჯანსაღი საკვების მიღებას, მაგრამ იცით თუ არა რა დაგემართებათ, თუ შვრიის ფაფას მიირთმევთ ყოველდღე?
შვრიის ფაფა სავსეა ანტიოქსიდანტებით, მათ შორის ვიტამინი E, ვიტამინი B1, ფოსფორი, სპილენძი და მაგნიუმი სხვა ფიტონუტრიენტებთან ერთად. შვრიის ფაფის მეოთხედი შეიცავს მანგანუმის რეკომენდებული რაოდენობის თითქმის 100%-ს.
აი რა ცვლილებები მოხდება თქვენს ორგანიზმზე, თუ შვრიის ფასფას მიირთმევთ ყოველდღიურად
შვრიის ფაფა კარგია წონის შესანარჩუნებლად
პირველი და საუკეთესო მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ შვრიის ფაფა ყოველდღე, არის ის, რომ ამ ჩვევას შეუძლია თავიდან აიცილოს წონის მომატება და ჭარბი წონა. სამედიცინო ექსპერტების აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ შვრიის ფაფის მიღებით თქვენ აღწევთ გაჯერების შეგრძნებას და ეს შეგრძნება საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოიხმართ ნაკლებ საკვებს და უფრო სწრაფად დაიკლებთ წონაში.
უფრო ლამაზი კანი გექნებათ
შვრიის ფაფა კარგია თქვენი კანისთვის. იდეალურია ანთებითი კანის სამკურნალოდ, როგორიცაა ეგზემა და გაღიზიანება და ასევე აჯანსაღებს კანს. იგი შეიცავს თუთიას, რომელიც ეხმარება გაწმენდაში, რკინას, რომელიც შესანიშნავად ატენიანებს, მანგანუმს, რომელიც ხსნის შეშუპებას და ანთებას და მაგნიუმს, რომელიც აორმაგებს ცირკულაციას.
თქვენი კუნთები მეტ პროტეინს მიიღებს
8 სუფრის კოვზი შვრიის ფაფის ერთი პორცია თქვენს ორგანიზმს დღის განმავლობაში საჭირო ცილის 15%-ს აძლევს. ის ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს, ანტიოქსიდანტებს და გლუტამინს, რომელიც აღადგენს კუნთოვან ქსოვილს.
შვრიის ფაფას შეუძლია შეამციროს ცუდი ქოლესტერინი
იმის გათვალისწინებით, რომ ის შეიცავს ლინოლენის მჟავას და ბოჭკოებს, შვრიის ფაფა ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის შემცირებას. ის ხელს უშლის ქოლესტერინის არსებობას სხეულში და იცავს მთელ სისხლის მიმოქცევის სისტემას.
შვრიის ფაფა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ნატურალური ყოველგვარი დანამატების გარეშე. გემოს გასაუმჯობესებლად უკეთესი იქნება თუ დაამატებთ ახალ ხილს, თხილს, დარიჩინს ან უცხიმო იოგურტს.