ნიღაბი, რომელიც უზრუნველყოფს ნაოჭების გაქრობას! სახეს ვისწორებთ ბებიის მეთოდით!
ალბათ უკვე გსმენიათ, რომ ჟელატინი, არის ძალიან კარგი პროდუქტი სახის კანის გასაუმჯობესებლად. ჟელატინი არბილებს წვრილ ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ნაოჭების შემცირებაში.
1. ნაოჭების საწინააღმდეგო ჟელატინის კრემი
შეურიეთ 1 სავსე ჩაის კოვზი ჟელატინი, 0,5 ჭიქა წყალი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 0,5 ჭიქა გლიცერინი და 1 გ (დანის წვერით) სალიცილის მჟავა. აურიეთ თასში და მოათავსეთ ცხელ წყალში და ურიეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
ნარევის თასი ამოიღეთ წყლიდან და გააგრილეთ, მუდმივად აურიეთ, რომ მიიღოთ ჟელეს მსგავსი კრემი. მზა კრემი წაისვით კანზე ყოველდღიურად ძილის წინ 2 საათით ადრე 20 წუთის განმავლობაში. კრემის ნარჩენები, რომლებიც არ შეიწოვება კანში, მოიცილეთ ხელსახოცით.
კრემის მიღებული რაოდენობა ჩვეულებრივ საკმარისია 1 თვის გამოყენებისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში კრემის შენახვა შესაძლებელია მაცივრის ზედა თაროზე. მთლიანი მასიდან ამოარჩიეთ იმდენი კრემი, რამდენიც საჭიროა ერთი წასმისას (მთელი კრემი არ გაცხელოთ), ოდნავ გაათბეთ და წაისვით კანზე.
2. ჟელატინის ნიღბები კანის გასაახალგაზრდავებლად
ჟელატინის ნიღბებს აქვს ძლიერი აღმდგენი თვისებები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სახის ფერს: კანი ხდება უფრო გლუვი, რბილი და ელასტიური, ქრება ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები და ჭორფლები. ჟელატინის ნიღბები დადებითად მოქმედებს ცილოვან და ამინომჟავების მეტაბოლიზმზე.
3. დაბერების საწინააღმდეგო ჟელატინის ნიღაბი ბანანით
შეურიეთ 2 ს. კ. ადუღებული წყალი 1 ჩაის კოვზი ჟელატინი, დატოვეთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გაზავებულ ჟელატინს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ბანანის პიურე, აურიეთ და წაისვით გასუფთავებულ სახეზე. გაიჩერეთ ნიღაბი სახეზე 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4. ნაოჭების საწინააღმდეგო ჟელატინის ნიღაბი გლიცერინით და თაფლით
შეურიეთ 4 ს. კ. გლიცერინი, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი ჟელატინი და 4 ს. კ. წყალი. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ყველა ინგრედიენტის სრულ დაშლამდე. შემდეგ დაამატეთ კიდევ 4 ს. კ. ადუღებული წყალი, აურიეთ და ჩაასხით სტერილურ ქილაში და დააფარეთ სახურავი. ნიღაბი წაისვით სახეზე 20 წუთის განმავლობაში. ჩამობანვის შემდეგ სასურველია სახის კრემი წაისვით. ეს თაფლის ნიღაბი შეგიძლიათ დიდხანს შეინახოთ მაცივარში.