ჯანჯაფილი, ვაშლი და ლიმონი: ნარევი, რომელიც შლის ტოქსინებს თქვენი ორგანიზმიდან!

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ჯანსაღი კვების სარგებელი, მაგრამ რატომღაც გვიჭირს მისი ჩვენი დღის რეჟიმად ქცევა. სამწუხაროდ ცუდმა კვების ჩვევებმა (ხშირად ცხიმიანი საკვების მიღება, სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის ხშირი მიღება, გაზიანი სასმელების მიღება), შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი საჭმლის მომნელებელი დარღვევები.

მსხვილი ნაწლავის ტოქსიკურობა, რომელიც იწვევს ორგანიზმში უამრავ დისბალანსს, შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენს მსხვილ ნაწლავში დაგროვილი ნარჩენებით, ასევე შეიძლება იყოს მრავალი ჭარბი წონის და ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

საბედნიეროდ, არსებობს მსხვილი ნაწლავის გაწმენდის გზა მარტივი ხელნაკეთი რეცეპტის გამოყენებით, რომელიც გაასუფთავებს მას. მასში შედის ჯანჯაფილი, ვაშლი, ზღვის მარილი და ლიმონი.

თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი რაოდენობის ინგრედიენტები:

1 ჭიქა ვაშლის წვენი, 2 ს. კ. ლიმონის წვენი, 1 ს. კ. ჯანჯაფილის წვენი, ½ ჩ /კ . ზღვის მარილი, ½ ჭიქა გაფილტრული თბილი წყალი.

აი როგორ უნდა მოვამზადოთ:

წვენსაწურში ჯერ წვენი გამოწურეთ ჯანჯაფილისგან, ვაშლისგან და ლიმონისგან. შემდეგ აიღეთ ქვაბი და დაამატეთ ცოტაოდენი ნატურალური წყალი. დადგით ქვაბი გაზქურაზე დაბალ ცეცხლზე და გაათბეთ ნარევი, მაგრამ არ აადუღოთ. ჩაასხით წყალი ჭიქაში და დაამატეთ ზღვის მარილი. ხის კოვზით ურიეთ, რომ მარილი უკეთ გაიხსნას.
როდესაც მარილი მთლიანად გაიხსნება, დაამატეთ ვაშლის, ლიმონისა და ჯანჯაფილის წვენი და გააგრძელეთ მორევა.

Როგორ გამოვიყენოთ ის?

ამ სასმელის დალევა რეკომენდებულია ყოველ დილით უზმოზე, საუზმის წინ.

ეს სასმელი კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის რამდენიმე თვალსაზრისით. ლიმონი და ვაშლი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და მდიდარია მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით.

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ სვამთ უამრავ წყალს ამ დეტოქსიკაციის წვენის გამოყენებისას, რათა დარჩეთ ჰიდრატირებული და დაეხმაროთ თქვენს სხეულს დაავადებებსა და ინფექციებთან ბრძოლაში და საშიში ტოქსინებისგან გაწმენდაში.

ეს ნაზავი დაგეხმარებათ სხეულის გასუფთავებაში და სასურველი ფორმის მიღებაში!

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Facebook კომენტარები