თუ ძალიან გიყვართ ტკბილეული და ვერაფრით ანებებთ თავს, გირჩევთ ამ მეთოდის გამოყენებას! მე დამეხმარა..

სპირულინა – არის მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარე, რომელიც შეიცავს ძვირფასი კვებითი ნივთიერებების ფართო სპექტრს. სპირულინა მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აჯერებს ორგანიზმს დამატებითი კვებითი ნივთიერებებით და მინერალებით.

კვებითი ღირებულება 1 გრ სპირულინაში თანაბარია 1 კგ სხვადასხვა ბოსტნეულს. სპირულინა მოქმედებს როგორც ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვეხმარება სხვადასხვა ინფექციების დამარცხებაში. სპირულინა შეიძლება სასარგებლო იყოს ზედმეტ წონასთან ბრძოლაში.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სპირულინა ცნობილია როგორც სრულყოფილი ცილა, ის შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს. სპირულინა მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედებისგან. ორგანიზმში ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება А ვიტამინად, აუცილებელია თვალების, კანის, კბილების, ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის და ძლიერი იმუნური სისტემისთვის. სპირულინა არის В ჯგუფის ვიტამინების წყარო, კერძოდ კი В12 ვიტამინის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვეგეტარიანელებისთვის.

ეს საკვები შეიცავს ასევე Е ვიტამინს, მინერალებს და უამრავ მიკროელემენტს. შეიცავს უფრო მეტ რკინას, ვიდრე ისპანახი: რკინა ხელს უშლის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ანემია, თავის ტკივილი და დაღლილობა.

მდიდარია მაგნიუმით: მაგნიუმი პასუხისმგებელია კუნთებისა და ნერვების ფუნქციონირების, გულისცემის და ძვლის სიმტკიცის შენარჩუნების, ცილების სინთეზისა და არტერიული წნევის რეგულირებისთვის მოქმედებებზე. 2 გრ სპირულინა შეიცავს 10 მგ მაგნიუმს. მდიდარია თუთიით: სპირულინა მდიდარია თუთიით, რაც აძლიერებს ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო ძალას, ის აუცილებელია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

გარდა ამ დადებითი ეფექტებისა. მისი მიღებით მე თავი დავაღწიე ტკბილეულზე მოთხოვნილებას. მე მას უკვე ორი წელია მოვიხმარ და საერთოდ აღარ მინდება ტკბილეულის მიღება, ადრე შემეძლო უზომო რაოდენობით მეჭამა.

სპირულინას მხოლოდ დილით სვამ. ნახევარ ჩაის კოვზ დაფხვნილ სპირულინას ვყრი  ჭიქაში და ვასხამ ცხელ, მაგრამ არა მდუღარე წყალს ისე, რომ მოცულობა ჭიქის მეოთხედი იყოს. შემდეგ 20 წუთი მაინც ვაჩერებ. დროის გასვლის შედეგ ვავსებ ჭიქას წყლით და ვურევ ისევ კოვზით, რადგან ფხვნილია და კუბიკებად გროვდება, ვსვამ მას და მხოლოდ ორი საათის შემდეგ ვიღებ მწვანე ჩაის ჯანჯაფილით. სპირულინას მიღებიდან 4 საათის შემდეგ ვჭამ საჭმელს.

დაფხვნილ სპირულინას ვინახავ მინის ქილაში, მჭიდროდ დახურულ კარადაში.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Facebook კომენტარები