გამოიყენეთ ეს წამალი ნებისმიერი ხველის დროს! უებარია!
მოგეხსენებათ წელიწადის ეს ვერიოდი ვირუსების დროდ ითვლება. სხვადასხვა ვირუსები უტევს ადამიანის ორგანიზმს, და თუ ადამიანის იმუნიტეტი არ არის საკმარისად ძლიერი, დიდი შანსია ვირუსის სწრაფი შეხვედრა და გადადება.
ამ პერიოდში მე უკვე მერამდენედ შემხვდა ვირუსი არ ვიცი. მქონდა საშინელი ხველა და სურდო. რა საშუალება აღარ ვცადე მაგრამ არაფერი არ მაძლევდა ისეთ შედეგს როგორიც უნდა ჰქონოდა. ბოლოს ჩემმა მეზობელმა მასწავლა ერთი ხალხური წამალი, რომლის ცდის შემდეგ ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მან ძალიან სწრაფად მომირჩინა ძლიერი ხველა. მინდა ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.
ხველის სამკურნალო ხალხური წამალი
აიღეთ 15 ცალი დაფნის ფოთოლი, 1ლიტრი წყალი ადუღეთ ნელ ცეცხლზე ემალის ქვაბში, თავდახურულ მდომარეობაში. დაიყვანეთ 300 მლ-ზე, შემდეგ გამორთეთ, შეაგრილეთ და დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი სოდა, 3 სუფრის კოვზი ცაცხვის თაფლი და 1/2 ლიმონის წვენი. აურიეთ და ეს ნაზავი სვით მთელი დღე ყლუპებად. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2-3 დღე. და საერთოდ გაქრება ხველა.
ასევე ხალხური სშუალების კიდევ გამორჩეული რეცეპტი, რომელიც გამოიყენება ხველის დროს, არის შავი ბოლოკისა და თაფლის ნარევი.
შავი ბოლოკი
შავი ბოლოკის სამკურნალო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. ის შეიცავს ეთერზეთს, რომლის წყალობითაც ბოლოკს აქვს ბაქტერიციდული თვისებები. გარდა ამისა, ის არის შესანიშნავი ასისტენტი ნახველის ამოღებაში.
შავი ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი მინიმუმ 5-ჯერ დღეში. ბოლოკის წვენის მოსამზადებლად ბოსტნეულის ქვედა ნაწილი ამოჭერით და ცოტაოდენი რბილობი ამოიღეთ. ამოჭრილი ნაწილი აავსეთ თაფლით და დაელოდეთ წვენის გამოყოფას.
თუ თაფლი არ გაქვთ, შეგიძლიათ ბოლოკი დაჭრათ თხელ ნაჭრებად და მოაყაროთ შაქარი. რამდენიმე საათის შემდეგ ბოლოკი წვენს გამოსცემს.
აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.