გულძმარვის საწინააღმდეგო ხალხური მეთოდი! ის რაც ნამდვილად გამოგადგებათ!

1. წიწიბურა.

ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალება გულძმარვის დროს. წიწიბურა მოხალეთ ცხელ ქვაბში ზეთის გარეშე, სანამ მუქი ყავისფერი არ გახდება, დაფქვით და გაცერით. მიიღეთ დღეში სამჯერ დანის წვერით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

2. შვრია და ქერი.

უხსოვარი დროიდან, ხალხურ მედიცინაში შვრია და ქერი ცნობილია, როგორც სამკურნალო საშუალებები, რომლებიც სწრაფად აშორებენ გულძმარვას. უბრალოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ღეჭეთ პირში შვრია ან ქერის მარცვლები, ნერწყვი გადაყლაპეთ. გულძმარვა ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში ქრება.

3. კომბოსტო.

ნელა შეჭამეთ კომბოსტოს ფოთოლი ძილის წინ 5-10 წუთით ადრე. გარდა გულძმარვის მოცილებისა, ძილი გაუმჯობესდება,გაივლის დაღლილობაც.

4. ნიახური.

ნიახურის ახალი ღერო კარგია გულძმარვის სამკურნალოდ. რეკომენდებულია 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთი თვის განმავლობაში. ნიახურის გამხმარი ფესვების მიღება შეიძლება ინფუზიის სახით: 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ნიახურის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20-30 წუთი და დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

5. გვირილა.

გულძმარვის მკურნალობა შეიძლება გვირილის ინფუზიით – ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის შემცირებას. გამხმარი გვირილის ინფუზიის მოსამზადებლად აიღეთ 2-3 ს.კ. გვირილა და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10-20 წუთით, გაფილტრეთ და დალიეთ მცირე ყლუპებით. ყოველდღიური ნორმა არის სამი ჭიქა გვირილის ინფუზია.

6. სელის თესლი.

ინფუზიის მოსამზადებლად საღამოს 1 ჩ. კ. სელის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, დილით დალიეთ უზმოზე. სელის ნაყენი უნდა დალიოთ ორი კვირის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები