კუჭის წყლულის სამკურნალო რეცეპტი ხალხური მედიცინის წიგნაკიდან!

დღეს მინდა გაგაცნოთ ხალხური რეცეპტი კუჭის წყლულის სამკურნალოდ,თუნდაც ეს წყლული გამოწვეული იყოს ჰელიკო ბაქტერია პილორისგან.

ავიღოთ ემალის ქვაბი, ჩავასხათ 1.5 ლიტრი სოფლის რძე და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ხოლო მეორე მოზრდილი ემალის ქვაბი ავიღოთ დავდგათ გამანაწილებელზე, ჩავდოთ მასში 1 კგ ფიჭიანი მაისის თაფლი და ხის კოვზით ნელ-ნელა მორევით გავადნოთ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ დავუმატოთ გადამდნარი 200 გრამი ღორის მუცლის ქონი. 1.5 სუფრის კოვზი პურის სოდა და 1 სუფრის კოვზი კაკაო. ამ მასას როდესაც ყველაფერი აირევა და ერთგვაროვანი მასა მიიღება, დავასხათ ცალკე ქვაბში ადუღებული რძე და გამანაწილებელზე ძალიან დაბალ ცეცხლზე ჩავაშროთ ნარევი ნახევრამდე თვალზომით . (მასა იმდენი ხანი უნდა ვადუღოთ დაბალ ცეცხლხზე, რომ განახევრდეს). მიიღებთ ბლანტზე ცოტა სქელ მასას.  მიღებული მასა შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მიღება:

მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველი კვების წინ 10 წუთით ადრე. ამასთან ერთად უნდა მიიღოთ დინდგელის სპირტ ნაყენი (აფთიაქში იყიდება), რომელიც უნდა გააზავოთ წყალში 30 წვეთი. სამჯერ დღეში.

პირველი ნაზავი მიიღეთ ჭამის წინ, ხოლო მეორე ნაზავი ჭამის შემდეგ. გამოიყენეთ ეს მკურნალობა სანამ უკეთეს შედეგს არ მიიღებთ.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები