როგორ მოვიშოროთ ყელის ინფექციები სულ რაღაც 4 საათში? ბუნებრივი მკურნალობა!

ყელის ტკივილის მრავალი მიზეზი არსებობს – ვირუსული ინფექციები, ბაქტერიული ინფექციები ან ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენს სასუნთქ სისტემაში ინფექცია ვლინდება ჩირქით ყელში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გაციებით, გრიპით ან მონონუკლეოზით. პრობლემა ჯანმრთელობისთვის სერიოზული არ არის, მაგრამ მკურნალობის გარეშე შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

არსებობს მრავალი მედიკამენტი, რომელიც მკურნალობს ყელის ტკივილს, მაგრამ მათ ასევე აქვთ გვერდითი მოვლენები, რამაც შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. ამიტომ უმჯობესია ინფექცია ბუნებრივად განკურნოთ ხელნაკეთი საშუალებებით. არსებობს მრავალი ანთების საწინააღმდეგო აგენტი, რომლებსაც შეუძლიათ ყელის ტკივილის დამარცხება და ორგანიზმის ტოქსინების გაწმენდა, რაც ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

აი, ხალხური რეცეპტი, რასაც ბევრი მიიჩნევს საუკეთესოდ:

შემადგენლობა:

1 დიდი ჭარხალი და 9% სპირტიანი თეთრი ძმარი.

მომზადება:

ჭარხალი გარეცხეთ და გააცალეთ კანი, შემდეგ დანით დაჭერით ძალიან წვრილად ან დააბლენდერეთ და ყოველ 250 გრამზე დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თეთრი ძმარი. ეს ორივე ინგრედიენტი კარგად აურიეთ და დატოვეთ ნარევი 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და ამოიღეთ ჭარხალი საწურიდან. ყოველ ორ საათში ერთხელ გამოივლეთ სითხე რამდენიმე წუთის განმავლობაში და გადაყლაპეთ ცოტაოდენი ყელის ტკივილის შესამცირებლად.

აქ არის რამდენიმე სხვა საშუალება:

გამოივლეთ ყელი ერთი ლიმონისა და ცოტაოდენი სოდას ნარევით დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).

კიდევ ერთი ნარევი, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ, არის თბილი ლიმონის წვენი და ჩაის კოვზი თაფლი.

შეურიეთ ლიმონის წვენი (ერთი ლიმონისგან გამოწურული), ცოტა მარილი და თაფლი, შემდეგ დაასველეთ ნარევში თითზე შემოხვეული ბამბა და გამოისვით ყელში. წამალი მოკლე დროში დაგიმშვიდებთ ნუშურებს და ყელს.

ვაშლის ძმარი ეფექტური და იაფი ბუნებრივი საშუალებაა ყელის ინფექციებისთვის. სითხე ძლიერი ანტისეპტიკურია, რომელსაც შეუძლია ყელის ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება. უბრალოდ, 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი დაუმატეთ ნახევარ ჭიქა წყალს და ნაზავით დღეში 3-ჯერ გამოივლეთ ყელი, ინფექციის შესამსუბუქებლად.

ნიორი არის ძლიერი ანტიბიოტიკი, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ეფექტურად აცილებს ყელის სოკოებსა და ბაქტერიებს. უბრალოდ დაჭერით ერთი კბილი ნიორი და შეურიეთ ერთ ჭიქა წყალს, შემდეგ დალიეთ დღეში 3-ჯერ.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Facebook კომენტარები