როგორ გავუმკლავდეთ კბილის ტკივილს? ამ საშუალებების შემდეგ აღარ დაგჭირდეათ გამაყუჩებლების მიღება..

კბილის ტკივილი ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. ძალიან გაგიმართლათ, თუ ეს ტკივილი ჯერ არ გამოგიცდიათ. მაგრამ ხდება ისე, რომ კბილები ყველაზე სუსტი წერტილია ადამიანში, არის მგრძნობიარე ღრძილები, სიბრძნის კბილების ამოჭრა.

როგორ სწრაფად გავუმკლავდეთ და მოვიშოროთ საშინელი შეგრძნება?

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

წარმოგიდგენთ 7 საშუალებას, რომელიც დაუყოვნებლივ მოგიხსნით ტკივილს. ამის  ცოდნა შეიძლება გამოადგეს ნებისმიერ ჩვენგანს.

  1. კბილის ტკივილის დროს ნიორი, ხახვი და მარილი დაგეხმარებათ. აიღეთ კომპონენტები თანაბარი რაოდენობით, დააბლენდერეთ ნიორი და ხახვი, დაუმატეთ მარილი, აურიეთ და წაისვით მტკივნეულ კბილზე. შეგიძლიათ ზემოდან ბამბის ტამპონი დაადოთ.

2. დაასველეთ ბამბის ტამპონი ნაძვის ზეთში და დაიდეთ მტკივნეულ კბილზე ან ანთებულ ღრძილზე 10-15 წუთის განმავლობაში. 1,5-2 საათის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცედურა.

3. შეიძლეა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კბილის ტკივილისგან გათავისუფლებაში  დაგეხმარებათ  ხელის მასაჟი იმ ადგილას, სადაც ცერა და საჩვენებელი თითის ძვლები ერთმანეთს ხვდება. საჭიროა იმ მხარის მოპირდაპირე ხელის მასაჟი, სადაც კბილი გტკივათ. შეიზილეთ ინტენსიურად, წრიული მოძრაობებით, 5-10 წუთის განმავლობაში.

4. კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად ხელს შეუწყობს კონკრეტული წერტილის მასაჟს. იპოვეთ წერტილი, რომელიც მდებარეობს ზედა ტუჩის ზემოთ ღრუში. მასზე საჩვენებელი თითით ინტენსიური ზეწოლა დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში.

5. ტკივილის შესამსუბუქებლად ლოყაზე პირსახოცში გახვეული ყინულის პაკეტი დაიდეთ.

6. გააკეთეთ სავლები: აურიეთ ერთმანეთს 5-6 წვეთი იოდი და ერთი ჩაის კოვზი მარილი. გახსენით ერთ ჭიქა წყალში და გამოივლეთ მტკივნეულ კბილში.

7. ტკივილის წინააღმდეგ კარგი დამხმარე შეიძლება იყოს ვალერიანის ან ქაფურის სპირტის ნაყენი. კბილზე დაიდეთ ამა თუ იმ ნაყენში დასველებული ბამბა. ეს შეამსუბუქებს ტკივილს.

რა თქმა უნდა, თქვენ უნდა აკონტროლოთ კბილების ჯანმრთელობა და რეგულარულად ეწვიოთ სტომატოლოგს. მაგრამ თუ კბილის ტკივილი შეგწუხებთ, ახლა თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ.

გაუზიარეთ ეს ინფრმაცია მეგობრებს, რათა დაეხმაროთ მათ.

Facebook კომენტარები