როგორ განვკურნოთ ლარინგიტი? ყველაზე ეფექტური რეცეპტები ხალხური მედიცინის წიგნაკიდნ!

ლარინგიტი ყელის ანთებაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. იგი არსებობს ორი სახის, მწვავე და ქრონიკული ლარინგიტი.

მწვავე ლარინგიტი გვხვდება გადაციების შემდეგ, ძალიან მშრალი და ძალიან ტენიანი ჰაერის ჩასუნთქვისას, ძალიან ცივი ან ძალიან ცხელი სასმელის დალევისას, ხმის იოგების ზედმეტი დაძაბვისას. ამ დაავადების წარმოშობაში თავის როლს თამაშობს მოწევა, ალკოჰოლი, მიდრეკილება ცხარე სანელებლებისადმი.

vairkosetia
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ავადმყოფის საერთო მდგომარეობა ლარინგიტის დროს უარესდება, იწევს ტემპერატურა, ხმა ხდება ჩახლეჩილი, აწუხებს ხველა. ხმა ზოგჯერ სრულიად იკარგება (სრული აფონია). მწვავე ლარინგიტის ერთ-ერთი სიმპტომია გაძნელებული ყლაპვა, რომელიც დიდი რაოდენობით ნახველის დაგროვებით ან ხმის ნაპრალის შევიწროებით არის გამოწვეული.

ქრონიკული ლარინგიტის სიმპტომატიკა ძირითადად იგივეა, თუმცა უფრო სუსტად გამოხატული.

მწვავე იოგქვეშა ლარინგიტს ცრუკრუპს ეძახიან. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმლარინგოლოგის კონსულტაცია მკურნალობის შემდგომ კურსთან დაკავშირებით.

ლარინგიტის მკურნალობა გარკვეულ თავისებურებებს გულისხმობს. მთავარი პირობაა დავიცვათ დუმილის რეჟიმი. მდოგვის საფენებს იდებენ მკერდზე, იკეთებენ მდოგვის აბაზანებს ფეხზე, იდებენ გამათბობელ კომპრესს ყელზე, სვამენ თბილ ტუტე წყალს (ბორჯომს) რძით ან მის გარეშე. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინჰალაცია სამკურნალო მცენარეებით.

არ შეიძლება ყელის ინჰალაცია ცხელი წყლით. წყალი, ჩაი და ყველა სასმელი თბილი უნდა იყოს.

რეცეპტები ლარინგიტის სამკურნალოდ

• ლარინგიტის ნებისმიერი სახის დროს კარგია მიიღოთ თეთრი ყურძნის ჩირის ნახარში ხახვთან ერთად 2 ს. კ. 3-4 ჯერ დღეში. ყურძნის ნახარში მზადდება 2 ს. კ. 1 ჭიქა წყალზე. შემდეგ მზა ნახარშს დაუმატეთ 1 ს. კ. ახალი ხახვის წვენი.

• ყველა პროცედურა, რომელსაც ლარინგიტის დროს იყენებთ, კარგია დაამთხვიოთ სხვადასხვა ზეთების ყელში წასმას: ქლიავის, ქაცვის, ევკალიპტის, კრაზანის, სალბის. ამავე ზეთებით კარგია ინჰალაციის გაკეთება (1 ჩ. კ. ზეთი 300 გრ მდუღარე წყალზე). ინჰალაციის დრო 15 წთ, პროცედურის რაოდენობა 30-მდე.

• ხალხურ მედიცინაში ლარინგიტის, ბრონხიტის, ყივანახველას და ტრაქეიტის დროს იყენებენ გულსოსანას. ნაყენს ამზადებენ 2 ჩ. კ. დაქუცმაცებული ნედლეულისგან 2 ჭ მდუღარე წყალზე. გააჩერეთ 1 სთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ როგორც შინაგანად ასევე ინგალაციის სახით.

• დედა-დედინაცვალი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და ეხმარება ნახველის ამოღებას სასუნთქი სისტემის დაავადებისას. ის აწყნარებს ხველას, აადვილებს სითხის გამოყოფას, ხსნის ხველის შემოტევას (განსაკუთრებით ღამით). მიიღეთ ლარინგიტის და ფარინგიტის დროს როგორც შინაგანად, ასევე ინჰალაციის სახით. 1 ს. კ. გამხმარ ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ. გაფილტრეთ, დალიეთ თითო ს. კ. დღეში 4 ჯერ.

• 1 ჭიქა რძეში მოხარშეთ 1 კბილი დაქუცმაცებული ნიორი, გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე და მიიღეთ მთელი პორცია 30-40 წთ-ის განმავლობაში.

• გახეხეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ წვენი. მიღებულ წვენს (200 მლ) დაუმატეთ 1 ს. კ. ვაშლის ძმარი. გამოივლეთ 3-4 ჯერ დღეში.

• 200 მლ წყალში 10-15 წთ-ის განმავლობაში ადუღეთ 6 ჭიქა ანისულის თესლი, გაფილტრეთ, თესლი გადაყარეთ, ნახარშს დაუმატეთ 1 ს. კ. კონიაკი და 2 ს. კ. თაფლი. ადუღეთ 5 წუთი, მიიღეთ 1 დ.კ. (დესერტის კოვზი) ყოველ 30-40 წთ-ში. ეს კარგი საშუალებაა და სწრაფად აღადგენს ხმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მგალობლებისთვის და მასწავლებლებისთვის.

აუცილებლად სანახავი:მხოლოდ 2 წვეთი ყურში და თქვენი სმენა აღდგება 97%მდე!

Facebook კომენტარები