ანემიის 7 ნიშანი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ! გაეცანით მისი მკურნალობის 7 ბუნებრივ საშუალებას!

სისხლის წითელი უჯრედები პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და ნახშირორჟანგის მოცილებაზე. თუ ეს პროცესები ნორმალურად არ მიმდინარეობს, ჩვენ ვიწამლებით ნახშირორჟანგით. ანემიის მიზეზები შეიძლება იყოს განსხვავებული, ეს დამოკიდებულია მკურნალობის პროცედურაზე.

ანემიის ნიშნები

ანემიის მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს. რა თქმა უნდა, დროდადრო დაღლილობა ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ამ სიმპტომების უმეტესობას საკუთარ თავში ამოიცნობთ, კარგია, მიმართოთ ექიმს.

vairkosetia
იაფი ავიაბილეთები avia.ge

1. ფერმკრთალი კანი ქუთუთოების შიგნით

როდესაც ჩვენი სხეული არ იღებს საკმარის ჟანგბადს, ან განიცდის სისხლის უჯრედების შემცირებულ რაოდენობას, ჩვენი კანის ფერი ფერმკრთალი ხდება. ეს ეხება არა მარტო სახეს, არამედ მთელ სხეულს, განსაკუთრებით ხელებს, ქუთუთოების შიდა მხარეს და ენას.

2. არარეგულარული გულისცემა

ჰემოგლობინის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სხეულში სისხლის უფრო სწრაფად გადატუმბვა, რადგან ის (გული) ცდილობს ორგანიზმს მიაწოდოს საკმარისი ჟანგბადი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული გულისცემა.

3. დაღლილობა

თუ ორგანოები არ იღებენ საკმარის ჟანგბადს, ჩვენმა სხეულმა უნდა გამოიმუშაოს დამატებითი ენერგია, რათა ორგანიზმმა სწორად იმოქმედოს და ეს ძალიან გვღის.

4. კონცენტრაციის პრობლემები

ყველა ჩვენს ორგანოს ფუნქციონირებისთვის სჭირდება ჟანგბადი, და ამაში არც ტვინია გამონაკლისი. თუ ჟანგბადის დონე ძალიან დაბალია, ჩვენ ვერ ვაზროვნებთ სწორად და კონცენტრაცია საგრძნობლად ეცემა.

5. ფრჩხილების გათხელება

თუ თქვენი ფრჩხილები მტვრევადია, ეს შეიძლება იყოს ანემიის მიზეზი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი სიმპტომი. ფრჩხილებს სჭირდებათ ჟანგბადი, რათა დარჩეს ჯანმრთელი.

6. ტუჩის კუთხეებში ბზარები

ადამიანების უმეტესობას ტუჩები უსკდება ქარის, მზის ან ცივი ტემპერატურის გამო. მაგრამ ანემია იწვევს დახეთქილი ტუჩების არსებობას ჩვეულებრივ ამინდშიც, განსაკუთრებით ტუჩის კუთხეებში.

7. ლტოლვა უვარგისი ნივთიერებების მიმართ

მეცნიერებს არ აქვთ ახსნა, თუ რატომ იწვევს ანემია ამ უცნაურ ლტოლვას, მაგრამ მათი უმეტესობა დაკავშირებულია მიწის, ცარცის ან ყინულისადმი ლტოლვასთან.

ბუნებრივი საშუალებები ანემიის სამკურნალოდ

ანემიის მრავალი სახეობა არსებობს და მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის მიზეზზე.

1. კუჭში მჟავიანობის დონის ამაღლება

როდესაც ჩვენი კუჭი არ გამოიმუშავებს საკმარის მჟავას, ორგანიზმი ვერ ამუშავებს საკმარის საკვებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინებისა და მინერალების ცუდი შეწოვა, მათ შორის რკინა და ვიტამინი B12. სხეული მოიხმარს საკმარის საკვებ ნივთიერებებს, მაგრამ ისინი არ აღწევენ საჭირო ორგანოებს.

თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ კუჭის მჟავის დონე შემდეგი გზებით.

1) ვაშლის ძმრის მეშვეობით. ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე.

2) ჯანჯაფილი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების სტიმულირებას.

3) ფერმენტირებული საკვები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

მჟავის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კუჭში გაღიზიანების შეგრძნება არასწორად მონელებული საკვების გამო.

2. დაზიანებული ნაწლავები

წვრილი ნაწლავი შეიძლება დაზიანდეს. როდესაც ეს მოხდება, საკვების მოუნელებელი ნაწილაკები და ტოქსინები შეიძლება შევიდნენ სისხლძარღვში ნაწლავების მეშვეობით, რაც იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებას, მათ შორის ანემიას. უმეტეს შემთხვევაში წვრილი ნაწლავის დაზიანება გამოწვეულია არასწორი კვებით, ამიტომ დაბალანსებული დიეტა ამის საუკეთესო საშუალებაა.

1) გამორიცხეთ საკვები, რომელიც ხელს უშლის საჭმლის მონელებას.

2) ჩართეთ თქვენს დიეტაში ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა საკვები ზეთი და თევზის ზეთი.

3) გადააგდეთ გადამუშავებული საკვები.

3. მიირთვით ფერმენტირებული საკვები

ფერმენტირებული საკვები სავსეა პრობიოტიკებით, კარგი ბაქტერიებით, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელ სისტემას გამართულ ფუნქციონირებაში. ეს ბაქტერიები ასევე ხელს უწყობენ იმ პრობლემების მკურნალობას, რომლებიც აღვნიშნეთ 1 და 2-ში. ფერმენტირებული საკვების მაგალითებია მჟავე კომბოსტო, კეფირი, ყველი, იოგურტი.

4. მოიშორეთ საკვები, რომლის მიმართაც მგრძნობიარე ხართ

ზოგიერთი საკვები ზედმეტად სასტიკია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და სხვადასხვა ადამიანი მასზე განსხვავებულად რეაგირებს. თუ იცით, რომ საკვები ან სანელებელი გიქმნით საჭმლის მომნელებელ პრობლემებს, ამოიღეთ ისინი რაციონიდან, რათა განკურნოს საჭმლის მომნელებელი სისტემა.

5. გაზარდეთ ფოლიუმის მიღება

ფოლიუმის მჟავა არის ვიტამინი B9 და ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის მრავალი ფუნქციისთვის, მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების შენებაში.

საკვები, რომელიც მდიდარია ფოლატით არის მწვანე ბოსტნეული, პარკოსნები, პაპაია, ციტრუსები და მარცვლეული.

6. გაზარდეთ ვიტამინი B12-ის მიღება

ვიტამინი B12 არის სისხლის წითელი უჯრედების განუყოფელი ნაწილი. ვეგეტარიანელები, ვეგანები და ორსული ქალები არიან B 12 ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკის ქვეშ.

B12 ვიტამინით მდიდარი საკვებია ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, თევზი და ზღვის პროდუქტები.

7. გაზარდეთ რკინის დონე

რკინა აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერება სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის და რკინის დეფიციტი, რა თქმა უნდა, ანემიას იწვევს. რკინის გაზრდის 2 შესაძლო გზა არსებობს დიეტური დანამატების და საკვების მეშვეობით.

რკინით მდიდარ საკვებს მიეკუთვნება წითელი ხორცი, ჭარხალი, ღვიძლი, ისპანახი, ბროკოლი, პარკოსნები, თხილი და მარცვლეული.

ამ სიმპტომების ცოდნა არ არის სამედიცინო დახმარების შემცვლელი, არამედ ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თუ ამ სიმპტომების უმეტესობას საკუთარ თავში ამოიცნობთ, კარგია, რომ გამოკვლევისთვის მიმართოთ ექიმს.

აუცილებლად სანახავი:აი, რატომ უნდა გქონდეთ კუპრის საპონი სახლში. გაიგეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

Facebook კომენტარები