ჩვენ ყველას გვაქვს ის სახლში და ცოტამ თუ იცის, რამდენად ძლიერია მისი ეფექტი ჩენს ორგანიზმზე!

დაფნის ფოთოლი ცნობილი და საყვარელი სანელებელია და დიდი ხანია ჩვენს სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე ხის ფოთლები შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებალდ და არა მხოლოდ საკვების მოსამზადებლად.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფოთლები სამკურნალო ზეთის მოსამზადებლად, რომელსაც აქვს შესანიშნავი ჯანმრთელობის თვისებები. დღეს ჩვენ დაწვრილებით აგიხსნით ამ პროდუქტის თვისებებისა და მისი გამოყენების შესახებ.

დაფნის ფოთოლი – ჯანმრთელობის სარგებელი:

– ამცირებს ტკივილს

– ამშვიდებს ნერვულ სისტემას

– აძლიერებს და ასტიმულირებს ოფლიანობის პროცესს

– აძლიერებს იმუნურ სისტემას

– ასტიმულირებს საერთო გონებრივ აქტივობას

– გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარიკოზული ვენების და მტკივნეული სახსრების სამკურნალოდ.

საჭირო ინგრედიენტები:

– 30 გრამი დაფნის ფოთოლი

– 250 მლ ზეითუნის ზეთი

მომზადების მეთოდი:

დაფნის ფოთოლი დაფხვენით და დაასხით ზეითუნის ზეთი. ნარევი ჩადეთ შუშის ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ ბნელ და გრილ ადგილას 14 დღე. დროდადრო შეანჯღრიეთ ბოთლის შიგთავსი. 2 კვირის შემდეგ გაწურეთ ზეთი მარლის მეშვეობით და გადაიტანეთ სითხე სხვა ჭურჭელში. მიღებული დაფნის ზეთი შეინახეთ გრილ ოთახში.

დაფნის ზეთი, როგორც წამალი:

საჭიროების შემთხვევაში ზეთი ორთქლის აბაზანაზე ნაზად გაათბეთ. ზეთი კარგად შეიზილეთ დაავადებულ სახსრებზე.

სახსრების მკურნალობის გარდა, დაფნის ზეთი ასევე გამოიყენება ანთებითი ლიმფური წყლულების, შაკიკის და ყურის დაავადებების სამკურნალოდ. თუ ძლიერი თავის ტკივილი გაქვთ, აუცილებელია ზეთის მასაჟი საფეთქლებზე. ასე ტკივილი ძალიან სწრაფად გაივლის.

დაფნის ზეთს შეუძლია შეცვალოს ასპირინი, რადგან მას შეუძლია შეამციროს სხეულის ტემპერატურის მომატება. ის ასევე ხელს უწყობს კუჭისა და ნაწლავების ტკივილის შემცირებას, ახდენს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ნორმალიზებას და აუმჯობესებს მადას.

ასევე დაფნის ზეთი შესანიშნავია პრევენციული ღონისძიებებისთვის. მას აქვს უნარი გაზარდოს წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ, ანუ შესანიშნავია იმუნიტეტის გაძლიერებისთვის.

სახის კანის პრობლემების მოსაგვარებლად ლოსიონის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფნის ზეთი. ეს ლოსიონი ძალიან ეფექტურია აკნესა და შავი წერტილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

Facebook კომენტარები