მწვანე ჩაი რძით- უნიკალური საშუალება წონაში სწრაფი კლებისთვის! ეფექტი რომელიც პირელივე დღეს გაგახარებთ..
ყოველდღე მილიონობით ადამიანი იწყებს თავის დილას ფინჯანი ცხელი ჩაით. ზოგი ჩაის შაქართან სვამს, ზოგიც მის გარეშე. ყველამ არ იცის მწვანე ჩაის თვისებების შესახებ. ბევრს არ სმენია მწვანე ჩაის და რძის დიეტის შესახებ.
მწვანე ჩაი რძით არის დადასტურებული საშუალება ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დასაღწევად. რძისა და მწვანე ჩაის დიეტა (რძის ჩაი) ძირითადად რეკომენდებულია მათთვის, ვინც წონის დაკლებას და ნორმალური წონის შენარჩუნებას ცდილობს. ეს უნიკალური სასმელი შესანიშნავად იკმაყოფილებს შიმშილს, ამასთან შეიცავს მცირე რაოდენობით კალორიებს. მხოლოდ ერთი განტვირთვის დღე მწვანე ჩაი რძით დაგეხმარებათ დაიკლოთ ორ კილოგრამამდე ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების და თქვენი მხრიდან ძალისხმევის გარეშე.
მწვანე ჩაისა და რძის კომბინაცია საოცარ შედეგს იძლევა. მწვანე ჩაი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. მწვანე ჩაიში დამატებული რძე აქვეითებს მადას, რაც ამ სასმელს შეუცვლელს ხდის მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დაღწევა სურს.
მწვანე ჩაი რძით უნიკალური სამკურნალო საშუალებაა
რეკომენდებულია რძის ჩაის დიეტის დაცვა მხოლოდ ერთ დღეს, არა უმეტეს თვეში ორჯერ.
მწვანე ჩაის და რძის დიეტის რეცეპტი:
1.5 ლიტრი უცხიმო რძე; 2 სუფრის კოვზი ნატურალური მწვანე ჩაი. ჩაი არ უნდა იყოს პაკეტების, რადგან არანაირ შედეგს არ მოგცემთ. აადუღეთ რძე, შემდეგ გააგრლეთ 70°ზე. რძე უნდა იყოს ცხელი, მაგრამ არა მდუღარე. დაამატეთ 2 სუფროს კოვზი მწვანე ჩაი. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ.
დალიეთ ერთი ჭიქა რძის ჩაი ყოველ 2 საათში მთელი დღის განმავლობაში. რძის ჩაი უკეთესად შეიწოვება, რადგან აადვილებს მონელებას და რძე ხსნის კოფეინის მოქმედებას. მანამდე დალიეთ უბრალო წყალი. დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ, ეს აუცილებელია, რადგან რძე და მწვანე ჩაი ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. თქვენ ვერ იგრძნობთ შიმშილს, რადგან რძის ჩაი ათავისუფლებს სხეულს შიმშილისგან.
უკუჩვენებები
რძის ინდივიდუალური შეუწყნარებლობის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს არ არის რეკომენდებული ასეთი მარხვის დღეების ჩატარება.