ბრონქების ანთების დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! დროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული..
ბრონქების ანთება ფილტვების საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა არა მარტო ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც. მის სამკურნალოდ უამრავი საშუალება არსებობს ხალხურ მედიცინაში. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს. ეს არის ლიმონის, თაფლისა და კვერცხის ერთობლიობა.
გარდა იმისა რომ ეს ნარევი კარგია ბრონების ანთების სამკურნალოდ, ასევე იგი გამოიყენება ბავშვებში უმადობი დროს, ჯირკვლების დროს, სისუსტის დროს, ხშირი ბრონქიტების დროს ვისაც ახასიათებს არაალერგიული ბრონქიტი.
რეცეპტი ბრონქების ანთების სამკურნალოდ:
საჭირო ინგრედიენტებია:
10 ცალი ლიმონი
6 ცალი კვერცხი (თეთრი ფერის)(აუცილებელი პირობაა 3 დღეზე მეტი ხნის კვერცხი არ უნდა იყოს)
300 გრ ცაცხვის თაფლი
3/4 ჩაის ჭიქა კონიაკი
მომზადება:
ავიღოთ 10 ცალი ლიმონი, გავრეცხოთ, კარგად დავსრისოთ და ბოლომდე გამოვწუროთ. მიღებული წვენი გადავიტანოთ ემალის ან მინის ჭურჭელში, 6 ცალი კვერცხი ჩავდოთ მინის ქილაში, ზემოდან დავასხად ლიმონის წვენი, დავაფაროთ ზემოდან თავსახური და დავდგათ ბნელ და გრილ ადგილას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.
ერთი კვირის მერე, რომ ახდით დაინახავთ, რომ კვერცხის ნაჭუჭი სრულიად იქნება დამდნარი და კვერცხი იქნება დარჩენილი აპკში. ძალიან ფრთხილად უნდა ამოალაგოთ კვერცხები, ისე რომ არ გასკდეს ეს აპკი, შემდეგ დავუმატოთ დარჩენილ სითხეს 300 გრამი ცაცვის თაფლი, კარგად ამოურიეთ ხის კოვზით, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა. შემდეგ დაუმატეთ 3/4 ჩაის ჭიქა კონიაკი. ისევ ამოურიეთ, რის შემდეგაც წამალი მზად იქნება გამოსაყენებლად. წამალი შეგიძლიათ შეინახოთ სიბნელესა და სიგრილეში.
როგორ უნდა მივიღოთ?
მოზრდილება ეს წამალი უნდა მიიღონ:- 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ხოლო ბავშვებმა:- უნდა მიიღნ 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის სასრულების შემდეგ.
გაფრთხილება:
ამ ნარევს აქვს ერთადერთი უკუჩვენება.. თუ თაფლზე ალერგიული ხართ, არ შეიძლება ამ საშუალების გაოყენება. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ დ უმკურნალოთ ბრონქებს