გამოიყენეთ ეს კომპრესები გამაგრებული და დაჩირქებული ნანემსარის სამკურნალოდ! ეს ყველას გამოგადგებათ

ინტრამუსკულარული ინექცია (დუნდულოში ინექცია) ყველაზე გავრცელებული და მარტივი მეთოდია ადამიანის ორგანიზმში წამლის შეყვანის. თუმცა ესეც გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ვინც არ იცის ნემსის სწორი გაკეთება უნდა მოერიდოს ამ პროცესის ჩატარებას, რადგან არასწორმა ნემსის გაკეთებამ შეიძლება გარკვეული გართულებები გამოიწვიოს.

იმისათვის, რომ ნანემსარი არ გამაგრდეს და არ დაჩირქდეს, პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება სად კეთდება ინექცია, სასურველია ის გაკეთდეს დუნდულოს ზედა გარეთა მეოთხედში. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია ნემსის გასაკეთებლად, რადგან დუნდულოს ამ ნაწილში არ არის ვენები და სისხლძარღვები. (1 ფოტოზე).

(ფოტო  1.)

სასურველია ინექცია გაკეთდეს ღრმად (ნემსი ბოლომდე ჩავიდეს კუნთში) და ნელა (თუ წამალი ზეთოვანია, სასურველია იგი წინასწარ შეათბოთ). ნემსის გაკეთების შემდეგ  ნანემსარ ადგილს წაუსვით სპირტი ან იოდი და დამთავრდა. არ სჭირდება მას ზედმეტი ზელვა, ეს უარესია ნანემსარისთვის.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ნანემსარის გართულება?

ჩვენ შეიძლება ზედმიწევნით ვეცადოთ ნემსის ხარისხიანად გაკეთება, მაგრამ მაინც გამოიწვიოს გართულება, როგორიცაა ნანემსარის გამაგრება, სისხლჩაქცევა ან ტკივილი.

ამ ყველაფერს სხვადასხვა საფუძველი უდევს წინ. ეს შეიძლება იყოს: კუნთში ნემსის არასრული შეყვანა, არასწორ ადგილას ნემსის გაკეთება, ერთი და იგივე ადგილას მრავალი ნემსის გაკეთება, ბლაგვი ნემსის გამოყენება,  ინექციის ადგილის არასაკმარისი დამუშავება, ინფექციური აგენტების მოხვედრა ნემსის წვერიდან, და სხვ.

ნანემსარი იმ შემთხვევაში მაგრდება, თუ:

  • წამალი სწრაფად შეიყვანეთ კუნთში
  • ნემსის ჩასობის დროს პაციენტმა კუნთი დაჭიმა
  • ინექციის დროს იყენებთ მოკლე ნემსს
  • ასევე კუნთის გამაგრებას იწვევს ზოგიერთი წამალი.

ყურადღება: თუ ნანემსარი უკვე დაჩირქებულია, არის მწვავე ტკივილი, ნანემსარი გახურებული და გაწითლებულია, შეიძლება ამ დროს ზოგადი ტემპერატურაც იყოს მომატებული.

როგორ გავუმკლავდეთ გამაგრებულ კუნთს?

რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ მწვავე და ქრონიკულ შემთხვევებში გამაგრებული კუნთის მოხსნაში

დაჩირქებული კუნთსთვის სასურველია გავაკეთოთ შემდეგი სახის კომპრესები:

  1. მჟავე მაწვნის კომპრესი
  2. დინდგელის მალამოს კომპრესი
  3. ავიღოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და 1/2 ჩაის კოვზი სოდა. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად შევურიოთ. წავუსვათ კომბოსტოს თხელ ფურცელს და დავიფინოთ მწვავე ანთების კერაზე.
  4. ავიღოთ 1 ჭიქა თბილი წყალი, რომელშიც უნდა გავხსნათ 1 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი მარილი. მიღებულ ხსნარში დაასველეთ სუფთა მარლა და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან ცელოფანი დაიდეთ და დაიმაგრეთ წებოვანი ლენტით. გააკეთეთ ეს კომპრესი დღეში ერთხელ.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კომპრესი (გარდა მე-4 კომპრესისა) გაიჩერეთ 2 საათის განმავლობაში დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს.

ძველი ნანემსარის გამაგრებული ადგილის სამკურნალოდ, რომელიც არც ანთებითია და არც ტკივილს იწვევს გამოიყენეთ ეს კომპრესები:

  1. სპირტი გააზავეთ იმავე რაოდენობის ანადუღარ და გაციებულ წყალთან (1:1 თანაფარდობით) და მისი კომპრესები დაიდეთ გამაგრებულ ადგილას 2-3 საათის განმავლობაში დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს.
  2. კომოსტოს თხელ ნაწილზე გადაუსვით თაფლი და დაიდეთ კომპრესის სახით.
Facebook კომენტარები