სტენოკარდიის დროს აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა! ეს გასათვალისწინებელია..
სტენოკარდია გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც კორონალური სისხლის მიმოქცევის დარღვევითაა გამოწვეული. ეს დაავადება მაშინ ვითარდება, როცა გულის კუნთი ვერ ღებულობს საკმარისი რაოდენობის სისხლს, საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადის შიმშილს განიცდის.
გულში ჩნდება მძაფრი ტკივილი, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება. ამ ტკივილს შეტევის ფორმა აქვს, ხშირად მარცხენა ხელს, მარცხენა მხარს და ბეჭის ქვეშ გადაეცემა. გულის ანგინას განსაკუთრებით მაშინ ახასიათებს ასეთი ტკივილი, როცა ავადმყოფი თბილი ოთახიდან ცივში გადის. ზოგჯერ სტენოკარდიის შეტევა ღამით იწყება (სიმშვიდის სტენოკარდია). ეს შეტევა უფრო საშიშია, რადგან იმაზე მიუთითებს, რომ დაავადება მეტისმეტად შორს წავიდა და სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო.
სტენოკარდიის შეტევა შეიძლება იყოს იშვიათი, 1-2-ჯერ კვირაში, ან ხშირი, რამოდენიმეჯერ დღეში. ჩვეულებრივ, ერთ-ერთი ასეთი მძიმე შეტევა გულის კუნთში ნეკროზული კერის გაჩენით მთავრდება (მიოკარდიუმის ინფარქტი), შემდგომში კი ამ უბანზე ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქმნება.
ისეთი დაავადებები, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა, სიმსუქნე და დიაბეტი, ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის ადრეულ განვითარებას და სტენოკარდიის პირველი სიმპტომების გამოვლინებას.
სტენოკარდიის დროს აუცილებელია შემდეგი ძირითადი წესების დაცვა:
1. საკვებიდან გამორიცხეთ ყველა ცხოველური წარმოშობის ცხიმი;
2. უარი თქვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, როგორც ქოლესტერინის წყაროზე (განსაკუთრებით ისეთებზე, როგორიცაა ტვინი, კვერცხის გული, არაჟანი, კარაქი, ნაღები, ყველი, თირკმელი, ღვიძლი);
3. დღეში ორჯერ გაისეირნეთ და თან იქონიეთ ნიტროგლიცერინის ტაბლეტები;
4. ტკივილის შეტევის თავიდან ასაცილებლად წამალი მოსალოდნელ შეტევამდე უნდა
მიიღოთ;
5. არ შეიძლება მთაზე ან მაღალ სართულზე ასვლა, სადაც დამრეცი საფეხურებია, ასევე
სიმძიმეების ტარება და ცივი ქარის დროს სეირნობა;
6. არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში. თავი არ უნდა მიიყვანოთ ფიზიკურ და ნერვულ გადაღლამდე;
7. თვალ-ყური ადევნეთ ნაწლავის დაცლის რეგულირებას, საჭიროების შემთხვევაში
საფაღარათო საშუალებები გამოიყენეთ;
8. მინიმუმამდე დაიყვანეთ ალკოჰოლური სასმელების მიღება, უმჯობესია საერთოდ უარითქვათ მასზე, რადგან ალკოჰოლი არღვევს ნივთიერებათა ცვლას;
9. უარი თქვით მოწევაზე რადგან ნიკოტინი სისხლძარღვების შემავიწროვებელი ძლიერი
შხამია.
რეცეპტები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ სტენოკარდიის დროს
- სტენოკარდიის დაწყებამდე რეკომენდებულია სამკურნალო სიმშილის 7 დღიანი 3 კურსის (შემდგომ 7 დღიანი აღდგენით) ჩატარება. თუ სრული შიმშილი შეუძლებელია, მაშინ ნაწილობრივი შიმშილის კურსი ჩაიტარეთ და მის დროს მხოლოდ თხილით, ნიგვზით, თაფლით და ბოსტნეულით იკვებეთ.
- სტენოკარდიის დროს დალიეთ კუნელის წვენი და ყვავილებისა და ფოთლების სპირტიანი ნაყენი 50-60 წვეთი 2-3 კვირის განმავლობაში.
- ერთნაერი რაოდენობით შეურიეთ ნივრის ფაფა და თაფლი. გააჩერეთ მჭიდროდ თავსახურული ბნელ დ გრილ ადგილას 7 დღე, ამ დროის განმავლობაში ყოველდღე ურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, გულის იშემიური დაავადების დროს, მაობლიტირებელი ენდარტერიტის, ვენების ვარიკოზული დაზიანებისა და ათეროსკლეროზის დროს.
- კუნელის ყვავილების ნახარში ასე მოამზადეთ: 2 სუფრის კოვზ ხმელ ყვავილს დასხით 1 ჭიქა წყალი (ადუღეთ 5 წთ). შემდეგ გაფილტრეთ, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.