როდესაც ჩემი წნევა თამაშს იწყებს, მე ყოველთვის ამ რეცეპტს მივმართავ. ის ძალიან სწრაფად მირეგულირებს წნევას..

ახლანდელ დროში 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანისთვის, არტერიული წნევის ზედა ზღვრის ნორმად ვერცხლისწყლის სვეტის 140/90 მმ ითვლება.

ყოველი ადამიანისათვის თავისი „ნორმალური“ არტერიული წნევა ის წნევაა, რომლის დროსაც ის თავს კარგად გრძნობს. დაბალწნევიან ადამიანს შეიძლება 130-ზე განუვითარდეს კრიზი, მაღალწნევიანმა კი 200/120-იც კი კარგად გადაიტანოს, თუმცა კორექცია აუცილებელია.

ნორმაში მარჯვენა და მარცხენა ხელის წნევებს შორის განსხვავება არ უნდა აღმატებოდეს 10%ს. ორიენტირებას უფრო მაღალზე ვაკეთებთ. ღამით წნევა დაახლოებით 10-20%-ით ქვეითდება.

ჰიპერტონული დაავადება არტერიული წნევის ხანგრძლივი მატებაა, რომელიც სხვადასხვა ორგანოების ორგანული ცვლილებებით არაა განპირობებული. ორგანიზმში ორგანული დაზიანების დროს ჰიპერტონია მხოლოდ მეორად ხასიათს ატარებს.

დაავადების წარმოშობის მიზეზებს მიეკუთვნება ისეთი არახელსაყრელი ფაქტორები, როგორიცაა ნერვული სისტემის ხანგრძლივი გადაძაბვა, ხშირი სტრესული მდგომარეობები.

ჰიპერტონული დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თირკმელებს. მათში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას წარმოიშობა ნივთიერებები, რომლებიც სისხლძარღვთა შემავიწროვებელ თვისებებს ფლობენ. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ არტერიოლების კიდევ უფრო შევიწროებას და შედეგად, არტერიული წნევის კიდევ უფრო მატებას.

ჰიპერტონული დაავადება უფრო ხშირად საშუალო და ხნიერი ასაკის ადამიანებში ჩნდება, ზოგჯერ კი ახალგაზრდებშიც. ქალებში კლიმაქტერულ პერიოდში ჰიპერტონიის გამოვლინება ძლიერდება.

საწყის სტადიაზე ჰიპერტონული დაავადება დროებით, ფუნქციურ ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც წნევამ შეიძლება მოიმატოს რაღაც დროით, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდეს ნორმას. თანდათან ნორმალურ წნევათაშორის შუალედები მცირდება და დაავადების მეორე სტადია იწყება — წნევის სტაბილური მატების ფაზა. პირველ სტადიაზე ავადმყოფები ყველაზე ხშირად უჩივიან თავბრუხვევას, ყურებში ხმაურს, სისხლძარღვთა პულსაციას, თავში სიმძიმეს, უძილობას და სწრაფ დაღლას. დაავადების მეორე სტადიაზე სიმპტომები იგივეა, მაგრამ ისინი უფრო მყარი ხდება და მუდმივ ხასიათს ატარებენ.

ჰიპერტონული დაავადების დროს ყველა ძირითადი ორგანო ზიანდება – გული, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი.

ჰიპერტონული დაავადების პროფილაქტიკა შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების ნორმალური პირობების შექმნაში მდგომარეობს.

ჰიპერტონული დაავადების მკურნალობა რამდენიმე ძირითად მომენტს მოიცავს:

1. არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებების მიღებას.

2. დამამშვიდებელი სამკურნალო საშუალებების მიღებას.

3. გულის, თირკმელების, თავის ტვინის მუშაობის გამაუმჯობესებელი საშუალებების მიღებას.

4. დამხმარე სამკურნალო საშუალებებისა და მეთოდების (მდოგვის საფენები ფენებზე, ფეხის ცხელი აბაზანები, წურბელები და სხვა) გამოყენებას.

ჰიპერტონული დაავადების მკურნალობის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ არტერიული წნევის მკვეთრი და ძლიერი მატებისას (ჰიპერტონული კრიზი) საჭიროა ვისარგებლოთ ოფიციალური მედიცინის ძლიერმოქმედი პრეპარატებით, რემისიის პერიოდში კი (საშუალო სიდიდის არტერიული წნევის პერიოდი) მცენარეული სამკურნალო პრეპარატებით.

გაურთულებელი ჰიპერტონული დაავადების დროს სასარგებლოა სანატორიულ-კურორტული მკურნალობა. რამდენადაც დაავადება ხშირად ახალგაზრდა ასაკში იწყება, სჯობს ყოველთვის მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს.

ეს რეცეპტები გამოგადგებათ ჰიპერტონული დაავადების დროს

• 100 გრ ნიგოზი დანაყეთ და აურიეთ 0,5 კგ თაფლში, მიიღეთ 3-ჯერ დღეში 1/2 ს. კ.

• 0,5 ლ კეფირში შეურიეთ 1 ჩ. კ. დაფხვნილი დარიჩინი. მიიღეთ თითო ჭიქა 2-ჯერ კვირაში.

• გრეიფრუტის, მარწყვის და შავი მოცხარის ახალი ნაყოფი აქვეითებს სისხლის წნევას.

• თუთის ხის ქერქის ნახარში: 1 ს. კ. დაქუცმაცებული ქერქი 0,5 ლ წყალზე ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 10-12 სთ, შემდეგ გაწურეთ. სვით მუდმივად წყლის მაგივრად.

• 2 ჩ. კ. წიწმატურას ბალახი დააყენეთ 8 სთ 400 მლ გადადუღებულ ცივ წყალზე. მიიღეთ 2 ს.კ. 3-4 ჯერ დღეში,

• წნევის ასაწევად კარგი საშუალებაა ყურძნის წვენი. დაბალ წნევას ამაღლებს. დღეში 1 კგ-მდე ყურძენი უნდა შეჭამოთ ან თითო ჭიქა ყურძნის წვენი დალიოთ 3-ჯერ დღეში. მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი ერთ თვემდე გრძელდება.

• მოამზადეთ ნაკრები: 1 ჩ.კ. იასამნის, 1 ჩ.კ. კომშის, 1 ჩ.კ. თუთის დაქუცმაცებული ფოთლების ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ. გაწურეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, სვით წყლის მაგივრად.

სამკურნალო ვალერიანი მიიღეთ შემდეგი სახით:

ნახარში: 10 გრ ფესვებსა და ფესურებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წთ, დაავაყენეთ 2 სთ. მიიღეთ თითო ს.კ. 3-4 ჯერ დღეში,

ნაყენი: 10 გრ ფესვები და ფესურები დააქუცმაცეთ, დაასხით ცივი, გადადუღებული წყალი და გააჩერეთ 8 სთ. შემდეგ მიიყვანეთ ადუღებამდე და გაწურეთ. მიიღეთ თითო ს.კ. 3-ჯერ დღეში.

ფხვნილი: ფესვები და ფესურები როდინში ან ყავის საფქვავში დანაყეთ. მიიღეთ 2 გრ 3-4 ჯერ დღეში.

ვალერიანის ნახარშის აბაზანები: 0,5 კგ ფესვები ჩაყარეთ 10ლ წყალში და მიიღეთ მისი აბაზანა.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები